ციკუტა
იერსახე
ციკუტა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cicuta | ||||||||||||
|
ციკუტა (ლათ. Cicuta) — მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. წყლის ან ჭაობის მრავალწლოვანი ბალახებია.
10 — 20 სახეობა უმეტესად ჩრდილოეთ ამერიკაში იზრდება. საქართველოში მხოლოდ აფხაზეთში გვხვდება (შხამიანი ციკუტა). შიშველი ბალახია. ღეროს სიმაღლე 50 — 150 სანტიმეტრს აღწევს.
იზრდება დაჭაობებულ ადგილებზე. მეტად შხამიანია, განსაკუთრებით ფესურა, რომელიც შხამიან ნივთიერება ციკუტოტოქსინს შეიცავს. ამ მცენარით გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხშირად იწამლება მსხვილი საქონელი და ცხვარი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 216.