მალხაზ კვანჭილაშვილი
იერსახე
მალხაზ კვანჭილაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 აგვისტო, 1951 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
მალხაზ კვანჭილაშვილი (დ. 30 აგვისტო, 1951) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1976 წლიდან იყო სოფელ ბორჩალოს რვაწლიანი სკოლის მასწავლებელი. 1975-1978 იყო წლებში ასპირანტი, 1978 წლიდან კი საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის თბილისის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ ქარტია – 91“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მალხაზ კვანჭილაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევა)
- მალხაზ კვანჭილაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
|