შინაარსზე გადასვლა

მირიან მირიანაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მირიან მირიანაშვილი
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1961 (1961-01-01) (63 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
მეუღლე/ები ნინო აროშიძე
შვილ(ებ)ი 1

მირიან მირიანაშვილი (დ. 1 იანვარი, 1961,[1] თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი.

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოფიზიკის სპეციალობით, 1999 წელს კი იმავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1987 წელს ასპირანტურის დამთავრების შემდეგ იქვე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას.

80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილეა. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სახალხო ფრონტის გამგეობის, „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოს“ მუდმივი საბჭოს წევრი და საუნივერსიტეტო მოძრაობის თავმჯდომარე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და 1991 წლის 31 მარტის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

1995-1998 წლებში საქართველოს რეფორმატორთა კავშირის ორგ. მდივანია შემდეგ პოლიტ. მდივანი. 1999-2001 წლებში იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მირიანაშვილი მირიან. საქართველოს პარლამენტი. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2017.
  2. მირიან მირიანაშვილი. nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2017.