გიორგი კობახიძე
გიორგი კობახიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 23 ნოემბერი, 1953 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
შვილ(ებ)ი | ირაკლი კობახიძე |
გიორგი კობახიძე (დ. 23 ნოემბერი, 1953, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, ფიზიკოსი.
1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1972-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაგბის გუნდის კაპიტანი. 1974-1976 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი. 1977-1978 წლებში იყო ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის ინჟინერი. 1978-1985 წლებში იყო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, 1985-1992 წლებში იყო მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს წერილები და სტატიები. 11 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია “.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი კობახიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი კობახიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა) დაარქივებული 2020-07-14 საიტზე Wayback Machine.
- გიორგი კობახიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მეოთხე მოწვევა) დაარქივებული 2020-07-14 საიტზე Wayback Machine.
|