არჩილ მინდიაშვილი
იერსახე
არჩილ მინდიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 27 მაისი, 1956 |
დაბადების ადგილი | სოფ. ქვემო ჭალა, კასპის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სასულიერო სემინარია |
ეროვნება | ქართველი |
არჩილ მინდიაშვილი (დ. 27 მაისი, 1956, სოფ. ქვემო ჭალა, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სასულიერო პირი, ყოფილი პოლიტიკოსი, საქართველოს ეკლესიის დეკანოზი.
დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1972-1974 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, 1980 წლიდან იყო დიაკვანი, მღვდელი, მსახურობდა დიდუბის ღვთისმშობლის, გორის ღვთისმშობლის, თბილისის წმინდა პეტრე-პავლეს ეკლესიაში 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).