შინაარსზე გადასვლა

გოდერძი ბუკია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოდერძი ბუკია
დაბადების თარიღი 15 ოქტომბერი, 1952 (1952-10-15) (71 წლის)
დაბადების ადგილი პირველი მაისი, ხობის რაიონი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
მოსკოვის საგარეო ვაჭრობის ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
საქმიანობა ხობის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში
khobi.majoritarian.ge

გოდერძი ბუკია (დ. 15 ოქტომბერი, 1952, სოფელი პირველი მაისი, ხობის რაიონი) — ქართველი არქიტექტორი, დიპლომატი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს ოთხი მოწვევის პარლამენტის (1995, 2004, 2008, 2012) წევრი.

1975 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1975-1990 წლებში ეკავა ხელმძღვანელი პარტიული თანამდებობები კომკავშირსა და კომპარტიაში თბილისში. 1990-1995 წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას. 1995 წლის მარტში დაინიშნა საქართველოს ელჩად რუსეთში. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი). 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხობის მაჟორატარი), საარჩევნო ბლოკი: „ახალი საქართველოსთვის“. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხობის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხობის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“ .

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]