ფრიდონ ხალვაში
ფრიდონ ხალვაში | |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 მაისი, 1925 |
დაბადების ადგილი | გეგელიძეები, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 8 ივლისი, 2010[1] (85 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | გეგელიძეები |
საქმიანობა | პოეტი და პროზაიკოსი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი |
Magnum opus | ასი მზე დედის გულისა |
ჯილდოები | რუსთაველის პრემია და ხალხთა მეგობრობის ორდენი |
გავლენა მოახდინეს |
ფრიდონ იშილის ძე ხალვაში (დ. 17 მაისი, 1925, გეგელიძეები, ქედის მუნიციპალიტეტი — გ. 8 ივლისი, 2010, გეგელიძეები, ქედის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1979).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრიდონ ხალვაში დაიბადა 1925 წლის 17 მაისს იშილ ხალვაშისა და აიშე გოგიტიძის ოჯახში.
1957 წელს დაამთავრა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები, ხოლო 1959 წელს ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი. 1979 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.
მისი პირველი ლექსი 1948 წელს, პოეტური კრებულ „გზის ქვეყანაში“ გამოქვეყნდა. ფრიდონ ხალვაში 50-მდე წიგნის ავტორია, რომელთა შორისაა: „ჭოროხის ხვაშიადი“, „საყვედური“, „გენაცვალე“, „ეს დღე“, „დარდი“, „ასი მზე დედის გულისა“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.
2010 წლის 17 მაისს თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში ფრიდონ ხალვაშის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც ერთ-ერთი ლექსის წაკითხვისას სახელოვანი პოეტი, მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა. ამის მერე ფრიდონ ხალვაში მძიმედ ავადმყოფობდა და გარდაიცვალა ამავე წლის 8 ივლისს, მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში. მეუღლე: თუნთულ მამუჭაძე-ხალვაშისა (1925). შვილები: მერი (1945), მზია (1947), ზაზა ხალვაში (1957).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრიდონ ხალვაში — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ფრიდონ ხალვაში — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 17 მაისი
- დაბადებული 1925
- ქედის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- გარდაცვლილი 8 ივლისი
- გარდაცვლილი 2010
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები
- ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალრები
- ქართველი მწერლები
- ქართველი პოეტები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (1999)
- საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- ხალვაშები