ჰერმენევტიკა
ჰერმენევტიკა (ბერძნ. – განმარტება, თარგმნა, გამოთქმა) — ერთ-ერთი უძველესი, ტრადიციული და უნივერსალური თეორია ტექსტის ინტერპრეტაციისა და გაგების მიხედვით. ჰერმენევტიკა უძველეს დროში ჩამოყალიბდა, როგორც ხერხი და საშუალება ბნელმეტყველებისა და მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოების განმარტებისთვის. ძველი ბერძენი ფილოსოფოსები და ფილოლოგები, განსაკუთრებით ნეოპლატონიკოსები, ჰერმენევტიკის საშუალებით ახდენდნენ ძველი პოეტების, უპირველეს ყოვლისა ჰომეროსის ნაწარმოებების ინტერპრეტაციას. შუა საუკუნეებში მას ბიბლიის განმარტებისთვისაც იყენებდნენ.
კლასიკური ხანა ჰერმენევტიკის ისტორიაში დაკავშირებულია გერმანელი ფილოსოფოსის, ვილჰელმ დილთაის, სახელთან, ხოლო ჰერმენევტიკის განვითარების შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო გადამერის მოღვაწეობა.
გადამერის თეორიის თანახმად, ტექსტის აზრობრივი პროცენტი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ის, რაც მის შემოქმედს ჰქონდა ჩაფიქრებული. გადამერი, თვლის, რომ არ შეიძლება გავიგოთ ნაწარმოები, როგორც მხოლოდ თავისთავადი, შემოქმედებითი საქმიანობის ერთეული პროდუქტი, რადგან ხელოვნების ნებისმიერი ნიმუში კულტურული გამოცდილების მატერიალური ობიექტივიცაა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Peirce, C.S. (c. 1903), "Logical Tracts, No. 2", in Collected Papers, CP 4.418–509. Eprint დაარქივებული 2006-05-09 საიტზე Wayback Machine. .
- Khan, Ali, "The Hermeneutics of Sexual Order". Eprint.
- Mantzavinos, C. "Naturalistic Hermeneutics", Cambridge University Press ISBN 978-0-521-84812-1
- Masson, Scott. "The Hermeneutic Circle" ISBN 978-0-7546-3503-1
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Law and Hermeneutics in Rabbinic Jurisprudence: A Maimonidean Perspective დაარქივებული 2008-07-20 საიტზე Wayback Machine.
- Abductive Inference and Literary Theory – Pragmatism, Hermeneutics and Semiotics დაარქივებული 2013-06-04 საიტზე Wayback Machine.
- Objective Hermeneutics Bibliographic Database[მკვდარი ბმული]