შინაარსზე გადასვლა

ქვემდებარე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სუბიექტი)

ქვემდებარეწინადადების მთავარი წევრი, რომელიც ზმნის სუბიექტურ პირთან არის შეწყობილი. მაგალითად: ირემმა მტერი ვერ შენიშნა – ამ წინადადებაში შენიშნა ორპირიანი ზმნაა, რომლის მესამე სუბიექტურ პირთან შეწყობილი სახელია ირემმა და იგი ქვემდებარეა.

ქვემდებარე სახელით ან სახელზმნით გამდმოიცემა. მას აქვს სამი ბრუნვა: სახელობითი, მოთხრობითი და მიცემითი.

  • კიზირია, ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 512.
  • კიზირია, ა. „მარტივი წინადადების შედგენილობა ქართველურ ენებში“, თბილისი, 1982
  • კვაჭაძე, ლ. „თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი“, თბილისი, 1977
  • ჩიქობავა, ა., „მარტივი წინადადების პრობლემა ქართულში“, თბილისი, 1962