ქვემო ქართლი
ქვემო ქართლი | |
---|---|
დმანისის სიონი | |
კუთხის ცენტრი | რუსთავი |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი |
ქვემო ქართლის მხარე თბილისი |
მუნიციპალიტეტი | 5+1 |
ფართობი | 5889 |
ქვემო ქართლის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში | |
ქვემო ქართლი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქართლის ერთი ნაწილი. იგი შემოსაზღვრული იყო თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით. სხვადასხვა პერიოდში მისი კუთხეები იხსენიებიან სხვადასხვა სახელებით (თრიალეთი, გაჩიანი, გარდაბანი, ტაშირი, აბოცი, ბამბაკი), რომელთა შინაარსი ხშირად იცვლებოდა.
ამავე ტერიტორიაზე იქმნებოდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, რომლებიც საცილობელი ხდებოდა მეზობელ ქვეყნებს შორის. მათ შორის აღსანიშნავია: სამშვილდისა და ხუნანის საერისთავოები, თბილისის საამირო, ტაშირ-ძორაგეთის სამეფო, კლდეკარის, ლორის, გაგის საერისთავოები, საბარათიანო.
ქვემო ქართლის ტერიტორია უძველესი დროიდანვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით, რომელთა ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა ქართველი ხალხი. აქ მოსახლე ტომებიდან წყაროები იცნობენ ქართველურ ტომ გუგარებს, იმავე გოგარებს. მათგან მოდის ისტორიული პროვინციის — გოგარენეს და სომხური გუგარქის სახელწოდება. სავარაუდოა, რომ მათ სამხრეთით ცხოვრობდნენ ასევე სომხური ტომებიც, რომლებიც ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში ჩამოსახლდნენ.
მტრების გამუდმებული თავდასხმების გამო XIII საუკუნიდან მოყოლებული ქვემო ქართლი თანდათანობით დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. თემურ-ლენგის ლაშქრობების შემდეგ, რომელსაც თან დაერთო შავი ჭირის ეპიდემია, ქვემო ქართლის მოსახლეობა ამოწყდა. XV საუკუნის მეორე ნახევარში უზუნ ჰასანის ლაშქრობებს მოჰყვა მტკვრისპირა დაბლობში მომთაბარე ელების ჩამოსახლება. 1604 წელს კი შაჰ აბასმა ქართლის მეფეს დებედას ხეობა ჩამოართვა და აქ ბორჩალოს ტომი დაასახლა. ნადირ-შაჰმა 1735 წელს ოსმალებთან გამარჯვების შემდეგ ილაშქრა და ყაიყული და ბამბაკი ერთიანად ირანში გადაასახლა. მან ასევე აჰყარა და ირანში გადაასახლა დემურჩი ასანლუს ტომი, რომელიც ქვემო ქართლში ბინადრობდა[1]ნადირ-შაჰის პოლიტიკას წინ აღუდგა ერეკლე II, მისი მოკავშირე იყო ბორჩალოს ხანი, მათ ქართლში დააბრუნეს სამეფოს საზღვრებიდან აყრილი ელი.[2]
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ქვემო ქართლი შედის ქვემო ქართლის მხარეში და მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კ. ფიცხელაური, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 516.