შინაარსზე გადასვლა

მაროკო

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაროკოს სამეფო
არაბ. المملكة المغربية
მაროკო
მაროკოს
დროშა გერბი
ჰიმნი: Hymne Cherifien
მაროკოს მდებარეობა ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში: მუქი მწვანე      არის მაროკო; ღია მწვანით      აღნიშნულია დასავლეთი საჰარა, რომლის დიდი ნაწილი ოკუპირებულია მაროკოს მიერ
მაროკოს მდებარეობა
მაროკოს მდებარეობა ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში: მუქი მწვანე      არის მაროკო; ღია მწვანით      აღნიშნულია დასავლეთი საჰარა, რომლის დიდი ნაწილი ოკუპირებულია მაროკოს მიერ
დედაქალაქირაბატი
34°02′ ჩ. გ. 6°51′ დ. გ. / 34.033° ჩ. გ. 6.850° დ. გ. / 34.033; -6.850
უდიდესი ქალაქი კასაბლანკა
ოფიციალური ენა არაბული1
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე მუჰამედ VI
 -  პრ.-მინისტრი
ფართობი
 -  სულ 446 550 კმ2 (58-ე)
მოსახლეობა
 -  2013 შეფასებით 32 878 400[1] (38-ე)
 -  სიმჭიდროვე 73,1 კაცი/კმ2 (122-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $152,5 მილიარდი (54-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $4600 (109-ე)
აგი (2007) 0.646 (საშუალო) (126-ე)
ვალუტა დირჰამი (MAD)
დროის სარტყელი UTC±00:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+01:00 (UTC)
ქვეყნის კოდი MAR
Internet TLD .ma
სატელეფონო კოდი 212

1ფრანგული (ადმინისტრაციის და ბიზნესის ენა).

მაროკო (არაბ. المغرب ალ-მაღრიბი — „დასავლეთი“, ასევე მაღრიბ ალ-აკსა — „შორეული დასავლეთი“, ბერბ. ⵍⵎⴰⵖⵔⵉⴱ Lmaɣrib[2]), ოფიციალურად მაროკოს სამეფო (არაბ. المملكة المغربية ალ-მამლიაკა ალ-მაღრიბია, ბერბ. ⵜⴰⴳⵍⴷⵉⵜ ⵏ ⵍⵎⴰⵖⵔⵉⴱ Tagldit n Lmaɣrib, ტამაზიხტი (როგორც ერთ-ერთი ბერბერული ენებიდან) ) — სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკაში.

მაროკო ამ დროისთვის ერთადერთი აფრიკული ქვეყანაა, რომელიც არ არის აფრიკის კავშირის წევრი (კავშირიდან გამოვიდა 1984 წელს). თუმცა ეს სახელმწიფო შედის არაბული ქვეყნების ლიგაში, არაბეთის მაღრიბის კავშირში, ისლამის თანამეგობრობის ორგანიზაციაში, ფრანკოფონიაში, ხმელთაშუაზღვიური დიალოგის ჯგუფში, ჯგუფ 77-ში.

  • ოფიციალური: მაროკოს სამეფო.
  • ეროვნული: المغرب, Al Mamlaka al Maghribiyah.
  • ეტიმოლოგია: სახელწოდება ევროპულ ენებზე (Maroque, Morocco) მომდინარეობს ძველი დედაქალაქის მარაქეშის დამახინჯებული ფორმიდან. არაბულად ჰქვია (al-Maghrib) — „დასავლეთი“ ან უფრო სრულად al-Magrib-al-Aksa — „შორეული დასავლეთი“. იმავე ძირისაა ბერბერული სახელი Tamurt n Lmaghrib, ხოლო თურქული Fas მომდინარეობს მაროკოს სხვა ქალაქის Fez-ისაგან.

პრეისტორიული და ანტიკური პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩელას ნანგრევები, ჩ.წ,აღ.-მდე VI საუკუნე

მაროკოს ტერიტორიაზე ადამიანები სახლობდნენ პალეოლითის პერიოდიდან, დაახლოებით ძვ. წ. 90 000 - 190 000 წლებში.[3] ზედა პალეოლითის პერიოდში მაღრიბი იყო უფრო ნაყოფიერი ტერიტორია ვიდრე დღეს.[4] 22 000 წლის წინ, ატერიული კულტურა ჩანაცვლა იბერო-მავრიტანულმა კულტურამ. არის გარკვეული მსგავსება იბერო-მავრიტანულ სამარხებში აღმოჩენილი მეხტოიდების ჩონჩხებსა და ევროპელ კრომანონების ნარჩენებს შორის. მაროკოში იბერო-მავრიტანული კულტურა ჩაანაცვლა თასების კულტურამ.

ახლანდელი მაროკოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ ლიბილეთა ტომები (თანამედროვე ბერბერების წინაპრები). ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს მაროკოს სანაპიროზე ფინიკიელებმა დააარსეს კოლონიები. ძვ. წ. II საუკუნეში ჩრდილოეთი მაროკო რომის გავლენის სფეროში მოექცა. ახ. წ. V საუკუნეში ჩრდილოეთი ნაწილი ვანდალებმა დაიპყრეს, VI საუკუნეში ბიზანტიამ.

702-711 წლებში მაროკოს ტერიტორია არაბებმა დაიპყრეს და სახალიფოს შეუერთეს. ქვეყანაში არაბული ენა და ისლამი გავრცელდა. XI საუკუნის შუა ხანებიდან XIII საუკუნის 60-იან წლებამდე მაროკო ალმორავიდების (ცენტრი — ქ. მარაქეში, რომლისგანაც მოგვიანებით ქვეყნის ახლანდელი სახელწოდება წარმოიშვა) და ალმოჰადების ფეოდალურ-სამხედრო-თეოკრატიული სახელმწიფოს ბირთვს შეადგენდა. 1269 წლიდან მაროკოს მართავდა მარინიდების ბერბერული დინასტია (1195-1465 წწ.). ამ პერიოდში განვითარდა სოფლის მეურნეობა, მნიშვნელოვნდა გაფართოვდა ეკონომიკური ურთიერთობა ევროპასა და დასავლეთ აფრიკასთან. XIV საუკუნის 60-იან წლებში მარინიდების სახელმწიფო ცალკეულ ფეოდალურ სამფლობელოებად (სამთავროები ფესი, მარაქეში და სხვა) დაიშალა.

XIX საუკუნის 40-იან წლებში ევროპულმა სახელმწიფოებმა დაიწყეს მაროკოში შეიარაღებული ძალებით შეჭრა. 1844 წლის სექტემბერში საფრანგეთმა მაროკოს თავს მოახვია არათანასწორუფლებიანი შეთანხმება, 1845 წელს კი ხელშეკრულება მაროკოსა და ალჟირის ტერიტორიების გამიჯვნის თაობაზე. საფრანგეთი ამ ხელშეკრულებას მაროკოს საშინაო საქმეებში ჩასარევად იყენებდა. 1859 წელს მაროკოელებმა თავიანთი ტერიტორიიდან უკუაგდეს ესპანელები. 1901-1902 წლებში საფრანგეთმა აიძულა სულთანი აბდ ალ-აზიზი (მართავდა 1894-1908 წწ.) დაედო ახალი შეთანხმებები, რომლებიც „დახმარების“ საბაბით უფლებას აძლევდა საფრანგეთს შეეყვანა ჯარები მაროკოს ტერიტორიაზე.

საფრანგეთის და ესპანეთის პროტექტორატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში მაროკოსათვის ბრძოლაში საფრანგეთისა და ესპანეთის გარდა გერმანია და დიდი ბრიტანეთიც ჩაება. ამ ქვეყნების ბრძოლას მაროკოსთვის დიდი საერთაშირისო კონფლიქტები მოჰყვა. 1912 წელს დაიდო საფრანგეთ-მაროკოს (30 მარტი) და საფრანგეთ-ესპანეთის (27 ნოემბერი) ხელშეკრულებები. საფრანგეთ-მაროკოს ხელშეკრულებით მაროკოში საფრანგეთის პროტექტორატი დამყარდა, ხოლო ესპანეთ-საფრანგეთის ხელშეკრულებით მაროკოს მცირე ნაწილი ესპანეთს დაუმორჩილეს.

დამოუკიდებლობის შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1956 წელს, თუმცა ესპანეთი ჯერ კიდევ აკონტროლებს სეუტისა და მელილიის პორტებს მიმდებარე ტერიტორიებითურთ. 1961-1999 წლებში ქვეყანას მართავდა მეფე ჰასან II, რომელიც დიდ როლს ასრულებდა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესებში. ახლო წარსულში მაროკოს ჰქონდა ტერიტორიული დავა მავრიტანიასთან ესპანეთის ყოფილ პროვინცია დასავლეთ საჰარის თაობაზე. 1979 წელს მავრიტანიამ უარი თქვა თავის პრეტენზიებზე. ამჟამად დასავლეთ საჰარა მთლიანად ოკუპირებული აქვს მაროკოს. მიუხედავად გაეროს წინადადებისა, ამ ტერიტორიაზე ჯერ არ ჩატარებულა რეფერენდუმი მისი შემდგომი სტატუსის შესახებ.

2002 წელს კუნძულ პერეხილის თაობაზე ესპანეთსა და მაროკოს შორის ატეხილმა დავამ კვლავ გახადა აქტუალური სეუტა-მელილიის სუვერენიტეტის საკითხი. მაროკო ტრადიციულად ითვლებოდა აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად. 2004 წლის ივნისში მიიღო აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსი.

1999 წლიდან მაროკოს მეფეა მუჰამედ VI, ხოლო 2011 წლიდან პრემიერ-მინისტრია აბდელილა ბენკირანი.

მაროკოს სამეფო მაღრიბის რეგიონში (ჩრდილოეთი აფრიკა) შემავალი ყველაზე დასავლეთით მდებარე ქვეყანაა. ორი მხრიდან მას გარს ეტყმის ხმელთაშუა ზღვა და ატლანტის ოკეანე, კონტინენტის მხრიდან კლდოვანი მთები. მოსაზღვრე ქვეყნებია: ალჟირი, დასავლეთი საჰარა. ფართობი: 446 550 კმ².

მაროკო მთიანი ქვეყანაა. სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გადაჭიმულია ატლასის მთები (სიმაღლე 4165 მეტრამდე). ქვეყნის დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ვაკეები და პლატოებია. სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში - საჰარის ქვიშიანი და ქვიანი უდაბნოები. სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება ფოსფორიტები, რკინის, ტყვიის, თუთიის, მანგანუმის, კობალტის, სპილენძის მადანი, ქვანახშირი, მარმარილო და სხვა.

ქვეყანაში მუდმივნაკადიანი მდინარეები ცოტაა. ყველაზე დიდი მდინარეებია მულუია, სებუ, უმ-ელ-რბია, ტენსიფტი. ბევრია უადი (განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ ნაწილში). ტბები უმეტესად მლაშეა, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე დაჭაობებული ლაგუნებია.

ჰავა ქვეყნის უმეტეს ნაწილში სუბტროპიკულია, ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვისა. ზაფხული მშრალი იცის, ზამთარი - ნოტიო, რბილი. ივლისის საშუალო ტემპერატურა 24-28 °C, იანვრის 10-12 °C. სანაპიროდან მოშორებით, განსაკუთრებით მთათაშია დაბლობებში, ჰავა უფრო კონტინენტურია. მთაში დაახლოებით 100 დღე წელიწადში ყინვიანია. მაროკოს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჰავა ცხელია. ნალექები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში და მთაში დაახლოებით 1000 მმ წელიწადში, სამხრეთით - 200 მმ-ზე ნაკლები.

მაროკოში უმთავრესად გავრცელებულია მშრალი ტყეებისა და ბუჩქნარების ყავისფერი ნიადაგები. სანაპირო ვაკეებზე, მთათაშუა ქვაბულებსა და ხეობებში ქვიშიანი, თიხიან-ქვიშიანი და თიხიანი ნიადაგებია, მთაში - მთა-ტყის ყომრალი, პლატოსა და სამხრეთის ვაკეზე - რუხ-ყავისფერი, უკიდურეს სამხრეთში უდაბნოს ნიადაგებია.

მაროკოს მცენარეულობის ზონალური ტიპი - მარადმწვანე ხეშეშფოთლიანი ტყე - თითქმის ყველგან განადგურებულია ან შეცვლილია მცენარეულობის მეორეული ტიპებით (მაკვისი, შიბლიაკი). ტყეს უჭირავს ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 12 %. იგი შემორჩენილია უმთავრესად მთასა და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მთაში მკვეთრადაა გამოხატული სიმაღლებრივი სარტყლურობა. მშრალ სტეპსა და ნახევარუდაბნოში იზრდება ალფა ბალახი, აბზინდა და სხვა.

მაროკოში ბინადრობს კურდღელი, გარეული ღორი, ტურა, ქვეწარმავლები. მთაში ბევრია მაიმუნი (მაკაკი), აფთარი. სანაპირო წყლები (განსაკუთრებით ატლანტის ოკეანესთან) მდიდარია თევზით (სარდინი, თინუსი, მაკრელი და სხვა). შექმნილია რამდენიმე ნაკრძალი.

  • სახელმწიფო სისტემა: კონსტიტუციური მონარქია.
  • სახელმწიფოს მეთაური: მეფე მუჰამედ VI (1999).
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (270+325 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 37 პროვინცია (province) და 2 საქალაქო პრეფექტურა (wilaya).
  • რესურსები: ფოსფატები, რკინის მადანი, მანგანუმი, ტყვია, თუთია, თევზი, მარილი.
  • ექსპორტი: ფოსფატები, სასუქები, მინერალები, ხილი, თამბაქო, თევზის კონსერვები.
  • ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე: 1’190 $.
  • ვალუტა: მაროკოს დირჰამი (MAD).

თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო მან საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, განავითარა მდიდარი და თვითმყოფადი კულტურა, რომელშიც ასახვა ჰპოვა არაბულმა, ბერბერულმა, ევროპულმა და აფრიკულმა ელემენტებმა. მთავარი ღირშესანიშნაობებია: ისტორიული ქალაქები ფესი, მარაქეში და მექნესი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Site institutionnel du Haut-Commissariat au Plan du Royaume du Maroc. Hcp.ma. Retrieved on 2011-07-23.
  2. Имя на берберском языке (тамазигхт) согласно Institut Royal de la Culture Amazighe. Ircam.ma. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-27. ციტირების თარიღი: 2011-11-04.
  3. Field Projects – Jebel Irhoud დაარქივებული 2017-01-12 საიტზე Wayback Machine. . Department of Human Evolution. Max Planck Institute for Evolutionary Anthropology
  4. Rubella, D. (1984). „Environmentalism and Pi Paleolithic economies in the Maghreb (c. 20,000 to 5000 B.P.)“, რედ. J.D. Clark & S.A. Brandt: From hunters to farmers the causes and consequences of food production in Africa. Berkeley: University of California Press, გვ. 41–56. ISBN 0520045742.