მსყიდველობითი უნარის პარიტეტი
იერსახე
მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (ინგლ. purchasing power parity (ppp)) არის თეორია, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ვალუტის ერთი ერთეულით უნდა შეგვეძლოს საქონლის ერთი და იმავე რაოდენობის შეძენა ყველა ქვეყანაში. ეს თეორია იყენებს ორი ნებისმიერი ვალუტის გრძელვადიანი წონასწორობის გადაცვლის კურსს მათი მსყიდველობითი უნარის გასათანაბრებლად. თეორია განავითარა გუსტავ კასელმა 1920 წელს, და ის ემყარება ერთიანი ფასის კანონის პრინციპს. ამ იდეის თანახმად ეფექტიანი ბაზრის პირობებში საქონელი ყველგან ერთ ფასად უნდა იყიდებოდეს.