ფესი
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ფესი ⴼⴰⵙ/فاس | |||
ფესის ლურჯი ჭიშკარი | |||
| |||
ქვეყანა | მაროკო | ||
კოორდინატები | 34°02′00″ ჩ. გ. 5°00′00″ დ. გ. / 34.03333° ჩ. გ. 5.00000° დ. გ. | ||
მმართველი | Idriss Azami Al Idrissi | ||
დაარსდა | 789 | ||
ფართობი | 320±1 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 579[1] მ | ||
მოსახლეობა | 1,044,376[2] კაცი (2012) | ||
ეროვნული შემადგენლობა |
არაბები 57.1% ბერბერები 32.7% მორისკოსები (გაქრისტიანებული მუსლიმები) 10.2% | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
სატელეფონო კოდი | 05356 | ||
საფოსტო ინდექსი | 30000–30206[3] | ||
ოფიციალური საიტი | fes-city.com | ||
ფესი (არაბ. فاس; ფრანგ. Fès) — სიდიდით მეორე ქალაქი მაროკოში, კასაბლანკას შემდეგ, ფეს-ბულემანის რეგიონის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 1 მლნ ადამიანს შეადგენს.
ფესი, ყოფილი დედაქალაქი, ერთ-ერთია ქვეყანაში არსებული ოთხი „იმპერიული ქალაქიდან“, სხვა დანარჩენებია რაბატი, მარაქეში და მექნესი. ქალაქი მოიცავს სამ განსხვავებულ რაიონს — ფეს-ელ-ბალის (ძველი, კედელშემორტყმული ქალაქი), ფეს-ჯდიდს (ახალი ფესი) და ფრანგების მიერ შექმნილ უახლეს ნაწილს ახალ ქალაქს (Ville Nouvelle).
ფეს-ელ-ბალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. მისი მედინა, ესაზღვრება მსოფლიოში უდიდეს ავტომობილთანაგ თავისუფალ არეალს. ფესში მდებარე ალ-კარაუინის უნივერსიტეტი 859 წელს დაარსდა და მსოფლიოში უძველეს, დღემდე მოქმედ უნივერსიტეტად მიიჩნევა. ქალაქს ხშირად დასავლეთის „მექას“ და აფრიკის „ათენს“ უწოდებენ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი 789 წელს, მდინარე ფესის მარჯვენა სანაპიროზე ისდისიდთა დინასტიის ფუძემდებელმა, ირდის I-მა დააარსა. მშენებლობები მდინარის მოპირდაპირე მხარეს მისმა ვაჟმა, ირდის II-მ გააგრძელა. ასე წარმოიქმნა მდინარის სხვადასხვა მხარეს მდებარე ორი დამოუკიდებელი ქალაქი, რომლებიც XI საუკუნეში შეერთდნენ.
დამეგობრებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფესი დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:
- მონპელიე, საფრანგეთი, 1961-დან
- სტრასბურგი, საფრანგეთი, 1961-დან
- ფლორენცია, იტალია, 1961-დან
- კაირუანი, ტუნისი, 1965-დან
- ტლემსენი, ალჟირი, 1969-დან
- სენ-ლუი, სენეგალი, 1979-დან
- კორდობა, ესპანეთი, 1982-დან
- იერუსალიმი, პალესტინა/ისრაელი (1982-დან) (ხელი მოეწერა პალესტინის მხარესთან)[4][5]
- იზმირი, თურქეთი, 1995-დან[6]
- ბობო-დიულასო, ბურკინა-ფასო, 2003-დან
- სუვონი, სამხრეთი კორეა, 2003-დან
- კოიმბრა, პორტუგალია[7]
- ლაჰორი, პაკისტანი
- მულტანი, პაკისტანი
- პუებლა, მექსიკა
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Stefano Bianca (2000), „Case Study 3: Fez“, Urban Form in the Arab World, Zürich: ETH Zürich, ISBN 3728119725, 0500282056
- (2007) „Fez“, რედ. C. Edmund Bosworth: Historic Cities of the Islamic World. Leiden: Koninklijke Brill.
- „Fez“, Cities of the Middle East and North Africa, Santa Barbara, USA: ABC-CLIO, 2008
- (2009) „Fez“, Grove Encyclopedia of Islamic Art & Architecture. Oxford University Press.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 170 ინგლ. • რუს. • ფრ. |
- ფესის ტურისტული გზამკვლევი ვიკითრეველისგან
- Fez City Fez Portal
- complexe culturel de fes complexe culturel de fes, Morocco
- The portal of Fès დაარქივებული 2011-07-17 საიტზე Wayback Machine.
- The Fes Festival: Sacred Music From Around The World
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Fes, Kingdom of Morocco", Lat34North.com & Yahoo! Weather, 2009, webpages: L34-Fes დაარქივებული 2018-08-30 საიტზე Wayback Machine. and Yahoo-Fes-stats დაარქივებული 2011-06-08 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Morocco 2004 Census. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-06. ციტირების თარიღი: 2013-11-26.
- ↑ http://www.geopostcodes.com/Fes?loc=Fès
- ↑ Jumelage. Fes city. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2010-12-10.
- ↑ Portal of Fes Partnercities დაარქივებული 2011-06-14 საიტზე Wayback Machine. , visited 26 July 2011
- ↑ Sister cities of İzmir (1/7) Turkish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-05. ციტირების თარიღი: 2008-11-01.
- ↑ Acordos de Geminação Portuguese. © 2009 Câmara Municipal de Coimbra – Praça 8 de Maio – 3000-300 Coimbra. ციტირების თარიღი: 2009-06-25.
|