ბასილ III (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)
ბასილ III Πατριάρχης Βασίλειος Γ΄ | |||
| |||
---|---|---|---|
13 ივლისი, 1925 — 29 სექტემბერი, 1929 | |||
ეკლესია: | კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია | ||
წინამორბედი: | კონსტანტინე VI | ||
მემკვიდრე: | ფოტიოს II | ||
დაბადების სახელი: | ბასილიოს გეორგიადისი | ||
ორიგინალი დაბადების სახელი: |
Βασίλειος Γεωργιάδης | ||
დაბადება: | 1846 იუსქიუდარი, კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია | ||
გარდაცვალება: | 29 სექტემბერი, 1929 სტამბოლი, თურქეთი | ||
მღვდლად კურთხევა: | 1884 | ||
ეპისკოპოსად კურთხევა: | ცენტრალური საბერძნეთი — 1889 პელაგონია — 1909 | ||
პატრიარქი ბასილ III (ბერძ. Πατριάρχης Βασίλειος Γ΄; ერისკაცობაში ბასილიოს გეორგიადისი, ბერძ. Βασίλειος Γεωργιάδης; დ. 1846, იუსქიუდარი, კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია — გ. 29 სექტემბერი, 1929, სტამბოლი, თურქეთი) — კონსტანტინოპოლის პატრიარქი 1925 წლის 30 ივნისიდან 1929 წლის 25 სექტემბრამდე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1871 წელს, ბასილ III-მ დაამთავრა ათენის უნივერსიტეტი, სადაც იგი თეოლოგიას და ლიტერატურას სწავლობდა. 1872 წელს, იგი ხალკის სასულიერო სემინარიის პროფესორად დაინიშნა, სადაც 8 წლის განმავლობაში ასწავლიდა ებრაულ ენას, ჰერმენევტიკას და ძველ და ახალ აღთქმებს. ბასილ III კვლევებს ატარებდა ისტორიულ ხელნაწერებზე და შემდეგ მათ აქვეყნებდა. იგი მუშაობდა რომის, ბერლინის, ლაიფციგის, ლონდონის და ვენის ბიბლიოთეკებში. 1884 წლიდან, მას ფილოსოფიის დოქტორის წოდება მიენიჭა, მიუნხენის უნივერსიტეტში. 1884 წელს, ბასილ III დაბრუნდა კონსტანტინოპოლში და დაინიშნა გალატაში მდებარე საპატრიარქო-სასულიერო სემინარიის დირექტორად. ამავე წლის დეკემბერში, იგი დიაკვნად და მღვდლად აკურთხეს, ხოლო 1889 წელს, ცენტრალური საბერძნეთის ეპისკოპოსად აირჩიეს.
1906 წელს, ბასილ III გახდა იმ ხანძრის თვითმხილველი, რომელმაც გაანადგურა პომორიე, მისი სახლი და დიდი ბიბლიოთეკა. 1909 წელს, იგი პელაგონიის ეპისკოპოსად აირჩიეს.
1925 წლის 13 ივლისს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის – კონსტანტინე VI-ის იძულებით გადადგომის შემდეგ, სინოდმა შემდეგ პატრიარქად 79 წლის მიტროპოლიტი ბასილ III აირჩია.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბასილ III გარდაიცვალა პატრიარქობის პერიოდში, 1929 წლის 29 სექტემბერს, სტამბოლში, თურქეთი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Василий III // Православная энциклопедия
- Константинопольский патриархат в 1923—1930 г.
- Βασίλειος Γ´ დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. на официальном сайте Константинопольского патриархата
- H λίστα των μασόνων
წინამორბედი: კონსტანტინე VI |
კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი 1925–1929 |
შემდეგი: ფოტიოს II |