სტეფანე I (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)
იერსახე
სტეფანე I (ბერძ. Στέφανος Α΄; დ. 867, კონსტანტინოპოლი — გ. 18 მაისი, 893, იქვე) — კონსტანტინოპოლის პატრიარქი 886–893 წლებში და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღეა ძველი სტილით 17 მაისი, ახალი სტილით — 30 მაისი.
იგი იყო უმცროსი ვაჟი იმპერატორ ბასილი I მაკედონელისა და ძმა იმპერატორ ლეონ ბრძენისა, მღვდლად ეკურთხა პატრიარქ ფოტიოს I-ის დროს. 886 წელს პატრიარქი ფოტიოსი იძულებული გახდა მღვდელმთავრის ტახტი დაეტოვებინა. კონსტანტინოპოლის კათედრაზე არჩეულ იქნა წმინდა სტეფანე. მღვდელმთავარი აქტიურად იცავდა სამწყსოს, იყო მოწყალე, ქომაგი გაჭირვებულთა, ზრუნავდა ქვრივებზე და ობლებზე. გარდაიცვალა 893 წელს. დაასაფლავეს სიკელიის მონასტერში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმიდანთა ცხოვრება, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
წინამორბედი: ფოტიოს I (მეორედ) |
კონსტანტინოპოლის პატრიარქი 886 – 893 |
შემდეგი: ანტონ II |