Sega Saturn
Sega Saturn | |
---|---|
ზედა: აღმოსავლეთი და დასავლეთი რეგიონების ლოგოები შუა: ჩრდილო ამერიკული ვერსია მოდელი 1 კონტროლერით ქვედა:იაპონური ვერსია მოდელი 2 კონტროლერით | |
მწარმოებელი | Sega |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეხუთე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ 22 ნოემბერი, 1994 ჩრდ.ამ. 11 მაისი, 1995 ევრ 8, 1995 |
შეწყდა |
ევრ 1998 ჩრდ.ამ. 1998[1] იაპ 2000 |
გაიყიდა | 9.26 მილიონი |
მედია | CD-ROM, CD+G, CD+EG, Video CD, Mini CD, hoto CD, ელ. წიგნი |
პროცესორი |
2× Hitachi SH2 @ 28.6 მგჰ @ 28.6 მჰც |
მეხსიერება | ინტეგრირებული ომ, კარტრიჯი |
გრაფიკა | VDP1 & VDP2-ის ვიდეო გამოსახულების პროცესორი |
ხმა | Yamaha YMF292 |
ონლაინ სერვისები | Sega NetLink |
ყველაზე გაყიდვადი თამაში | Virtua Fighter 2 (1,7 მილიონი იაპონიაში)[2] |
წინა | Sega Mega Drive |
შემდეგი | Dreamcast |
Sega Saturn (იაპონ. セガサターン) — 32 ბიტიანი მეხუთე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი შექმნილი კომპანია Sega-ს მიერ. თავდაპირველად გამოვიდა იაპონიაში 1995 წლის 22 ნოემბერს, იმავე წლის 11 მაისს — ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო 1995 წლის 8 ივლისს — ევროპაში. იგი არის წარმატებული კონსოლის, Mega Drive-ის მემკვიდრე. სატურნს გააჩნდა Hitachi-ის SH-2-ის ორი ცენტრალური პროცესორი 28.6 მეგაჰერცით, Motorola 68EC000-ის ხმის პროცესორი და ონლაინ სერვისის Sega NetLink-ის მხარდაჭერა. თამაშები ეშვებოდა CD-ROM-ის ფორმატში და თამაშების ბიბლიოთეკა მოიცავდა რამდენიმე არკადულ პორტს, ისევე როგორც ორიგინალ სათაურებს.
სატურნზე მუშაობა ჯერ კიდევ 1992 წელს დაიწყო სეგას დირექტორის, ჰიდეკო სატოს ზედამხედველობით. 1994 წელს პროდუქტი წარადგინეს Tokyo Toy Show-ზე. პროცესორი შეიმუშავა იაპონურმა ელექტრონულმა კომპანია Hitachi-მ. იგი კონკურენციას უწევდა Playstation-ს. კონსოლის ფასი იყო 44.800 იაპონური იენა[3] და თავდაპირველად პოპულარული იყო იაპონიაში. გამოსვლიდან პირველივე დღეს გაიყიდა კონსოლის 200,000 ეგზემპლარი.[4][5][6] 1995 წელს კონსოლი ნაჩვენები იქნა Electronic Entertainment Expo-ზე ლოს-ანჯელესში, სადაც გაცხადადა კონსოლის მახასიათებლები და ასევე ის, რომ მისი ფასი იქნებოდა 399 აშშ დოლარი.[7] 1996 წელს, Nintendo 64-ის გამოსვლის შემდეგ, სატურნის გაყიდვებმა საგრძნობლად იკლო, კონკურენცია ვერ გაუწია მის მოწინააღმდეგე კონსოლს Playstation-ს და მთლიანად ჩავარდა აშშ-ის ბაზარზე და 1998 წელს ამ რეგიონში კონსოლის გაყიდვები შეწყდა. მსოფლიოს მასშტაბით, საერთო ჯამში გაიყიდა სატურნის 9.26 მილიონი ასლი, რაც მიიჩნევა კომერციულ ჩავარდნად.
მიუხედავად წარუმატებლობისა, სისტემაზე გამოვიდა რამდენიმე აღიარებული თამაში, მათ შორის Nights into Dreams, Panzer Dragoon-ის სერია და Virtua Fighter. სატურნი კრიტიკოსებს შორის სარგებლობს შერეული რეპუტაციით კომპლექსური აპარატურის, დიზაინისა და ლიმიტირებული მესამე მხარის დეველოპერების მხარდაჭერის გამო. ამის მიუხედავად, საიტმა IGN-მა Sega Satrun დაასახელა 18-ე ყველა დროის საუკეთესო კონსოლად
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ჩრდილო ამერიკული ვერსია
-
იაპონური ვერსია
-
პირველი იაპონური ვერსია
-
მოდელი 1-ის კონტროლერი
-
3D Pad
-
მოდელი 2-ის ამერიკული კონტროლერი
-
Arcade Racer
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტონი, მოტი (2013). 1001 თამაში, რომელიც უნდა ითამაშო სანამ ცოცხალი ხარ. ნიუ-იორკი: Universe Publishing. ISBN 978-0-7893-2090-2.
- Harris, Blake J. (2014). Console Wars: Sega, Nintendo, and the Battle That Defined a Generation. New York, New York: HarperCollins. ISBN 978-0-06-227669-8.
- DeMaria, Rusel; Wilson, Johnny L. (2004) High Score!: The Illustrated History of Electronic Games. Emeryville, California: McGraw-Hill/Osborne. ISBN 0-07-223172-6.
- Kent, Steven L. (2001). The Ultimate History of Video Games: The Story Behind the Craze that Touched our Lives and Changed the World. Roseville, California: Prima Publishing. ISBN 0-7615-3643-4.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Pixelor.de დაარქივებული 2016-01-13 საიტზე Wayback Machine. ინფორმაცია SEGA Saturn-ის მახასიათებლებისა და თამაშების შესახებ
- SEGA-Saturn.net კონსოლის თამაშების სია, აქსესუარები და სხვა
- SEGA Saturn - Historik, Pheripherie & mehr დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- SEGA-Saturn-Spielarchiv - PAL დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ David S. Evans, Andrei Hagiu, Richard Schmalensee (2006). „PONG“, Invisible Engines: How Software Platforms Drive Innovation and Transform Industries (PDF), Cambridge, Massachusetts: MIT Press, გვ. 131. ISBN 0-262-05085-4. ციტირების თარიღი: 2008-08-03. დაარქივებული 2012-10-11 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Japan Platinum Game Chart. The Magic Box. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-04. ციტირების თარიღი: 2008-08-03.
- ↑ Sega Saturn Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: March 3, 2014.
- ↑ "Sega and Sony Sell the Dream". Edge. 3 (17): 6–9. February 1995. The December 3 ship-out of 100,000 PlayStations to stores across Japan ... was not met with the same euphoria-charged reception that the Saturn received ... Saturn arrived to a rapturous reception in Japan on November 22. 200,000 units sold out instantly on day one ... Japanese gamers were beside themselves as they walked away with their prized possession and a near-perfect conversion of the Virtua Fighter coin-op ... Sega (and Sony) have proved that with dedicated processors handling the drive (the SH-1 in the Saturn's case), negligible access times are possible
- ↑ Fahs, Travis. (April 21, 2009) IGN Presents the History of Sega. IGN. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2014.
- ↑ Harris 2014, p. 536, gives a lower figure of 170,000.
- ↑ Sega Saturn launch takes consumers and retailers by storm; retailers struggling to keep up with consumer demand". Business Wire (1995-05-19.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-25. ციტირების თარიღი: 2016-10-24.
|
|