Mossack Fonseca
ტიპი | კერძო კომპანია |
---|---|
დაფუძნდა | 1977 |
დამაარსებელი | იურგენ მოსაკი და რამონ ფონსეკა |
სათავო ოფისი | პანამა, პანამა |
თანამშრომელი | 500+ |
საიტი | mossfon.com |
Mossack Fonseca & Co — პანამური იურიდიული ფირმა. დაარსდა 1977 წელს იურგენ მოსაკის და რამონ ფონსეკას მიერ, შტაბ-ბინა მდებარეობს პანამაში. კომპანიას აქვს საკუთარი წარმომადგენლობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. 2016 წლის აპრილში Mossack Fonseca-მ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო Panama Papers-ზე გამოქვეყნებული „ოფშორული სამოთხეების“ და კლიენტების შესახებ ინფორმაციით, როდესაც აურაცხელი რაოდენობის 1970–2015 წლების დოკუმენტი პრესაში გაიჟონა.[1]
ისტორია და მუშაობის დარგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფირმა დაარსდა 1977 წელს გერმანელი ადვოკატის იუნგენ მოსაკის მიერ, 1986 წელს მას შეუერთდა პანამელი ნოველისტი და ადვოკატი რამონ ფონსეკა, ხოლო შემდგომ მათ მიუერთდა შვეიცარიელი ადვოკატი კრისტოფ ზოლინგერი.
Mossack Fonseca-ს მუშაობის დარგია სავაჭრო სამართალი, ტრასტული მომსახურება, საინვესტიციო კონსულტაცია და საერთაშორისო ბიზნეს სტრუქტურები. კომპანია ასევე საქმიანობას ეწევა საზღვა სამართალში და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (ინგლისური) Aljazeera. C J Polychroniou. Panama Papers: Why should we care?06 Apr 2016