შინაარსზე გადასვლა

Have a Cigar

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Have a Cigar“
სინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან Wish You Were Here
B-მხარე „Welcome to the Machine“ (აშშ)
„Shine On You Crazy Diamond (ნაწილი I-V)“ (იტალია და საფრანგეთი)
გამოსვლის თარიღი 15 ნოემბერი, 1975
ჩაიწერა იანვარი - ივლისი 1975
ები-როუდის სტუდიები, ლონდონი
ჟანრი მძიმე როკი, პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 5:08
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest, EMI (ბრიტანეთი) Columbia, Capitol (აშშ)
პროდიუსერი როჯერ უოტერსი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„Us and Them“/„Time“
(1973)
Have a Cigar
(1975)
„Another Brick in the Wall, Part 2“
(1979)
Wish You Were Here — სიმღერების სია
ალტერნატიული გარეკანი
აუდიომაგალითი
Have a Cigar - ნაწყვეტი

Have a Cigar“ (ქართ. მიირთვი სიგარა) — მესამე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1975 წლის ალბომზე Wish You Were Here.[1][2]

სიმღერის მუსიკისა და ტექსტია ავტორია როჯერ უოტერსი. სიმღერაში მკვეთრად აკრიტიკებენ შოუ-ბიზნესის სამყაროს. სტრუქტურულად, ამ სიმღერას აქვს ნაწილობრივ ფანკის სახე.

სიმღერა სრულდება სოლო გიტარაზე, რასაც მოჰყვება ხმაურიანი ხმოვანი ეფექტი. დასასრულს მუსიკა თითქოს რადიომიმღებიდან ჟღერს.

ვოკალურ პარტიას აქ არ ასრულებს ჯგუფის რომელიმე წევრი. უოტერსმა ვერ შეძლო მელოდიის ზუსტად შენარჩუნება და წამღერება, ამიტომაც სცადა ყველა მოვალეობის დეივიდ გილმორზე გადამისამართება, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი უთხრა, რადგან ტექსტი არ მოსწონდა. მაშინ როჯერმა პროექტში ჩართო როი ჰარპერი - გილმორმა მანამდე უკვე იმუშავა მის ალბომზე HQ, სადაც სიმღერაში „The Game“ დაუკრა. 2012 წლის დოკუმენტურ ფილმში The Story Of Wish You Were Here როი ჰარპერი იხსენებს, რომ საკუთარი სოლო-კონცერტებისას ხშირად აწუხებდნენ მსმენელები, რომლებიც სთხოვდნენ „Have a Cigar“-ის შესრულებას.

როჯერი:

„Shine On You Crazy Diamond“ ავიღეთ, როგორც საწყისი წერტილი. გვსურდა ისეთი სიმღერის დაწერა, რომელიც ამ ნომრიდან გამომდინარეობდა, ანუ ადამიანზე, რომელსაც როკ-ენ-როლისა და ზოგადად ცხოვრების ზეწოლა აწუხებს. სტრიქონი By the way, which one's Pink? საკუთარი გამოცდილებიდან ავიღეთ - ჩვენ მას ყოველთვის ხუმრობად აღვიქვამდით, მაგრამ იგი იქცა ინტერვიუს ავტორთა და მსმენელებს შორის საერთო ფრაზად. ისინი სინამდვილეში ასეთ კითხვას გვისვამენ. სიმღერა (მოტივი და ტექსტი) მთლიანად ჩემ მიერ დაიწერა, სანამ მას სხვებთან დავუკრავდი. ბევრი თვლის, რომ მე მომღერალი არ ვარ და მეც ასე ვფიქრობ. ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს სიმღერაზე. ვიცი, რომ სმენაც არ მაქვს კარგი და ვიცი, რომ ესთეტიკურად, ჩემი ხმის ჟღერადობა არც თუ კარგია, როი ჰარპერი კი იმ პერიოდში EMI-ს სხვა სტუდიაში ალბომს იწერდა - ჩვენი მეგობარი იყო და ვიფიქრეთ, რომ ჩვენთან ვამუშავებდით.

ფრაზა Riding the Gravy Train (პირდაპირი მნიშვნელობით - ჯოჯოხეთურ მატარებელზე დაჯდომა) წარმოადგენს მარტივი ფულის შეგროვების იდიომას, რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „მარტივი ფულის ხვეტა“. ფრაზა Which One Is Pink? აგრეთვე გამოყენებულია კომპილაციის Oh, by the Way (2007) სახელწოდებისთვის. ალბომის Wish You Were Here 2011 წლის გამოცემაში (Experience/Immersion) მოხვდა სიმღერის განსხვავებული ალტერნატიული ვერსია, რომელშიც ჰარპერის ვოკალის გარდა, ჟღერს გილმორისა და უოტერსის ხმებიც.

ჰარპერმა მხოლოდ ერთხელ შეასრულა ეს სიმღერა ჯგუფთან ერთად კონცერტზე - ეს იყო 1975 წლის ნებუორთის ფესტივალზე. საგულისხმოა, რომ კონცერტის წინ ჰარპერმა საკუთარი სასცენო კოსტიუმი დაკარგა და გაბრაზებულმა, კინაღამ დაანგრია ჯგუფის ერთ-ერთი სატვირთო ტრეილერი. შემდგომში ეს სცენა სახეცვლილი შევიდა ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“, სადაც ბობ გელდოფის გმირი ანგრევს სასტუმროს ნომერს. ამასთან, სხვა კონცერტებზე დეივიდიც და როჯერიც ასრულებდნენ ვოკალურ პარტიებს.

სიმღერაგამოსცეს სინგლად კონტინენტალურ ევროპაში, იაპონიასა და შტატებში. 1987 წელს უოტერსი ამ სიმღერას ასრულებდა ტურნეს Radio K.A.O.S. ფარგლებში, რაშიც მას პოლ კერაკი ეხმარებოდა. როჯერი სიმღერას სხვა ტურნეებშიც უკრავდა.

აგრეთვე
  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Have_a_Cigar&oldid=4585936“-დან