Pink Floyd: Live at Pompeii
„Pink Floyd: Live at Pompeii“ | |
---|---|
რეჟისორი | ედრიენ მაბენი |
პროდიუსერი |
სტივ ო’რურკი მიშელ არნო რაინერ მორიცი |
მუსიკა | პინკ ფლოიდი |
ოპერატორი |
უილი კერანტი გეიბორ პოგენი |
მონტაჟი | ხოსე პინეირო |
დისტრიბუტორი | Universal Home Video |
გამოსვლის თარიღი | სექტემბერი, 1972 |
ხანგრძლივობა |
60 წთ (1972) 80 წთ (1974) 92 წთ (რეჟისორის ვერსია) |
ქვეყანა | ბრიტანეთი |
ენა | ინგლისური |
Pink Floyd: Live at Pompeii — 1972 წლის ფილმი პინკ ფლოიდის შესახებ, რომელშიც ჯგუფი თავის კომპოზიციებს ასრულებს პომპეის ნანგრევების ფონზე. ფილმის რესორია ედრიენ მაბენი. მასალა ჩაწერილია 1971 წლის ოქტომბერში, 24 ფირიან ჩამწერ ტექნიკაზე, მაყურებლის გარეშე.[1]
თავდაპირველად დაგეგმილი იყო ფილმის ლონდონის თეატრში Rainbow, 1972 წლის 25 ნოემბერს პრემიერა. იგი გადაიდო თეატრის მფლობელის, Rank Strand-ის მოთხოვნით. მიზეზად სახელდებოდა ის, რომ ფილმმა არ მიიღო სერტიფიცირება ბრიტანული ცენზურის კომისიისგან და თეატრი, რომელიც მუსიკალური დარბაზი იყო, ფილმისათვის არ იქნებოდა გამოყენებული, ვინაიდან ამით იგი სხვა კინოთეატრებს კონკურენციას გაუწევდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპოზიციები „Echoes“, „A Saucerful of Secrets“ და „One of These Days“ გადაღებული იქნა 1971 წლის 4-7 ოქტომბერს. დანარჩენი კომპოზიციები რეჟისორმა გადაიღო პარიზის სტუდიაში, დამატებითი პროექტების დახმარებით. პარიზის კადრები გადაღებული იქნა 1971 წლის ბოლოს/1972 წლის დასაწყისში. ფილმის პირველი ვერსია გამოვიდა კინოთეატრებში 1972 წლის სექტემბერში და DVD დისკზე შეტანილია დამატებითი ვერსიის სახით.
1974 წლის აგვისტოში გამოვიდა კიდევ ერთი ვერსია, რომელშიც შესაძლებელია ჯგუფის სტუდიაში, ალბომის „The Dark Side of the Moon“ ჩაწერისას, ნახვა. ამ კადრების ნაწილი სპეციალურად ფილმისათვის გადაიღეს, რადგანაც გადაღება მიმდინარეობდა 1973 წელს, ჯგუფს კი ამ დროისათვის დისკზე მუშაობა უკვე დასრულებული ჰქონდა.
ცნობილი გამოთქმები ფილმიდან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„თუ შეიძლება, კვერცხი, ძეხვი, ჩიპსი და ლობიო და ერთი ჭიქა ჩაი (პირველი ფრაზა ფილმში, რომელსაც ნიკ მეისონი წარმოთქვამს“
|
„არ მგონია, რომ ჩვენი ტექნიკა ჩვენ შეგვცვლის. რა თქმა უნდა, ჩვენ მასზე დამოკიდებული ვართ. ასეთ მუსიკას ჩვენი ტექნიკის გარეშე ვერ დავუკრავდით, მაგრამ იგი არ გამოვიდოდა ასეთი ჩვენს გარეშე. შეიძლება ისე მოხდეს, რომ საკუთარი ხელსაწყოების მონებად ვიქცეთ, ასეთი რამ ადრე უკვე მომხდარა. ამჟამად ასეთი რამის დაშვება უნდა გამოვრიცხოთ (დევიდ გილმორი)“
|
ვერსიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1972 წლის ვერსია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Intro Song
- Echoes, Part 1 (ალბომიდან Meddle, 1971)
- Careful with That Axe, Eugene (B-გვერდი სინგლიდან Point Me at the Sky, 1968)
- A Saucerful of Secrets (ალბომიდან A Saucerful of Secrets, 1968)
- One of These Days (ალბომიდან Meddle, 1971)
- Set the Controls for the Heart of the Sun (ალბომიდან A Saucerful of Secrets, 1968)
- Mademoiselle Nobs
- Echoes, Part 2 (ალბომიდან Meddle, 1971)
1974 წლის ვერსია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Intro Song
- Echoes, Part I (ალბომიდან Meddle, 1971)
- On the Run (Studio Footage) (ალბომიდან The Dark Side of the Moon, 1973)
- Careful with That Axe, Eugene (B-side of Point Me at the Sky single, 1968)
- A Saucerful of Secrets (ალბომიდან A Saucerful of Secrets, 1968)
- Us and Them (სტუდიური კადრები) (ალბომიდან The Dark Side of the Moon, 1973)
- One of These Days (ალბომიდან Meddle, 1971)
- Set the Controls for the Heart of the Sun (ალბომიდან A Saucerful of Secrets, 1968)
- Brain Damage (Studio Footage) (ალბომიდან The Dark Side of the Moon, 1973)
- Mademoiselle Nobs
- Echoes, Part II (ალბომიდან Meddle, 1971)
რეჟისორის ვერსია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Echoes, Part 1/On the Run (სტუდიური კადრები) (ავტორის გარეშე) (ალბომებიდან Meddle/The Dark Side of the Moon, 1971/1973)
- Careful with That Axe, Eugene (B-გვერდი სინგლიდან Point Me at the Sky, 1968)
- A Saucerful of Secrets (ალბომიდან A Saucerful of Secrets, 1968)
- Us and Them (სტუდიური აკდრები) (ალბომიდან The Dark Side of the Moon, 1973)
- One of These Days I'm Going to Cut You into Little Pieces (ალბომიდან Meddle, 1971; ასევე ცნობილია, როგორც One of These Days)
- Mademoiselle Nobs
- Brain Damage (სტუდიური კადრები) (ალბომიდან The Dark Side of the Moon, 1973)
- Set the Controls for the Heart of the Sun (ალბომიდან A Saucerful of Secrets, 1968)
- Echoes, Part 2 (ალბომიდან Meddle, 1971)
ასევე ცნობილია როგორც:
- Echoes: Pink Floyd (აშშ)
- Pink Floyd in Pompeii (ბელგია)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Pink Floyd: Live at Pompeii DVD Interview with Adrian Maben