საჟენი
იერსახე
საჟენი — ძველი რუსული სიგრძის საზომი ერთეული. ისტორიულ წყაროებში, XI–XVII საუკუნეებში საჟენის ზომა იყო 152 და 176 სმ.
ეს იყო ე. წ. სწორი საჟენი, რომელიც განისაზღვრებოდა ადამიანის გაშლილი ხელების სიგრძით (ერთი ხელის თითების ბოლოებიდან მეორე ხელის თითების ბოლოებამდე).
ე. წ. ირიბი საჟენი (ზომით 216 და 248 სმ) განისაზღვრებოდა სიგრძით ტერფის ძირიდან დიაგონალურად გაშლილი ხელის თითების ბოლოებამდე.
1835 წლის ბრძანებულებით საჟენი განისაზღვრა 7 ინგლისური ფუტით ან 84 დიუმით. ეს უდრიდა 3 არშინს ან 48 ვერშოკს (213,36 სმ). საჟენისგან წარმოებულია კვადრატული საჟენი (უდრიდა 9 კვადრატულ არშინს) და კუბური საჟენი (უდრიდა 27 კუბურ არშინს).
1918 წლიდან რსფსრ-ში საზომთა მეტრული სისტემის შემოღების შემდეგ — საჟენი საზომ ერთეულად აღარ იხმარება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 97.