პენრინი
იერსახე
გეოგრაფია | |
---|---|
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 9°00′ ს. გ. 157°58′ დ. გ. / 9.000° ს. გ. 157.967° დ. გ. |
ფართობი | 9,8 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 4 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 213 (2011) |
სიმჭიდროვე | 21,73 /კმ² |
პენრინი (ინგლ. Penrhyn) — ატოლი წყნარ ოკეანეში. კუკის კუნძულებიდან ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე კუნძული. მისი მეორე სახელწოდებაა ტონგარევა. ცნობილია აგრეთვე როგორც მანგარონგარო, ფარარანგა და ტე-პიტაკა. პენრინი განლაგებულია წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. წარმოადგენს ელიფსს, რომლის სიგრძეა დაახლოებით 24,1 კმ, ხოლო სიგანე დაახლოებით 11,2 კმ.[1] ფართობი 9,8 კმ². შედგება 53 მცირე კუნძულისაგან.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Floating in empty space. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-10. ციტირების თარიღი: 2017-07-30.