ზარაფშანი
ზარაფშანი | |
---|---|
ზარაფშანი | |
ქვეყანა |
ტაჯიკეთი უზბეკეთი |
ქალაქები |
სამარყანდი ბუხარა ნავოი ქათაყურღანი ქაგანი |
სათავე |
ზარაფშანის მყინვარი 39°30′00″ ჩ. გ. 70°35′00″ ა. გ. / 39.50000° ჩ. გ. 70.58333° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | ტაჯიკეთი |
სათავის სიმაღლე | 2750 მ |
შესართავი | 39°24′56″ ჩ. გ. 63°31′39″ ა. გ. / 39.41556° ჩ. გ. 63.52750° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | დენგიზქოლის ტბა |
სიგრძე | 877 კმ |
აუზის ფართობი | 41 860 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 162 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ზარაფშანი ვიკისაწყობში |
ზარაფშანი (სპარს. زرافشان, ტაჯ. Зарафшон, უზბეკ. Zarafshon) — მდინარე ცენტრალურ აზიაში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. სათავე აქვს ტაჯიკეთში, ზარაფშანის მყინვარზე, ზღვის დონიდან 2750 მ სიმაღლეზე. სიგრძე 877 კმ, აუზის ფართობი 41 860 კმ². სათავიდან 300 კმ მანძილზე მიედინება ვიწრო და ღრმა ხეობაში, ფანჯიკენტის ქვემოთ კი — ვაკეზე. სამარყანდთან მდინარე ორ ტოტად იყოფა (აქდარია, ყარადარია), რომლებიც ყიშლაყ ხათირჩისთან კვლავ ერთდებიან. ქვემო დინებაში ზარაფშანს ეწოდება ყარაქოლდარია, აქ მდებარეობს ბუხარისა და ყარაქოლის ოაზისები. ზარაფშანი შრება და ვერ აღწევს მდინარე ამუდარიამდე. იკვებება თოვლისა და მყინვარის წყლით. ზარაფშანის წყალი მთლიანად იხარჯება მორწყვაზე. აგებულია წყალსაცავები. ქვემო დინებაში ზარაფშანში არხით შედის ამუდარიის წყალი. ზარაფშანის ნაპირზეა ქალაქები: სამარყანდი, ბუხარა, ნავოი, ქათაყურღანი, ქაგანი. მდინარეს ზემოთში მათჩა ეწოდება. საშუალო წლიური ხარჯი მაგიანის შესართავის ქვემოთ 162 მ³/წმ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ზარაფშანი“ ვიკისაწყობში.
- ზარაფშანი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ზარაფშანი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)