შინაარსზე გადასვლა

ვიურტემბერგის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიურტემბერგი გერმანიის იმპერიის შემადგენლობაში

ვიურტემბერგის სამეფო (გერმ. Königreich Württemberg) არსებობდა გერმანიაში 1806 წლიდან 1918 წლამდე. წინამორბედი — იმავე სახელწოდების საჰერცოგო. მმართველები — ვიურტემბერგის დინასტიიდან. დედაქალაქი — შტუტგარტი. ამჟამად ყოფილი სამეფოს ტერიტორიები შედის ბადენ-ვიურტემბერგის შემადგენლობაში.

1890 წლის მდგომარეობით სამეფოში იყ 9844 დასახლებული პუნქტი, მათ შორის 136 ქალაქი. უფრო მსხვილ ქალაქებში 1904 წელს მოსახლეობა შეადგენდა: შტუტგარტში — 196 ათასს, ულმში — 46 ათასს, ჰაილბრონში — 41 ათასს, ესლინგენში — 30 ათასს, კანშტადტში — 29 ათასს; დანარჩენ დასახლებულ პუნქტებში იყო არაუმეტეს 25 ათასი მცხოვრებისა.

წელი მოსახლეობა
1832 1 578 147
1846 1 752 538
1861 1 720 708
1870 1 881 505
1885 1 971 118
1895 2 036 522
1890 2 081 151
1900 2 169 480
1910 2 437 574

რელიგიური დაყოფის მიხედვით, სამეფოში ლუთერანობა ბატონობდა. 1885 წლის 1 დეკემბერს ვიურტემბერგში იყო 1 377 805 ლუთერანი, 598 223 კათოლიკე, 5986 სხვა ქრისტიანული აღმსარებლობის მქონე და 13 171 ებრაელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]