შინაარსზე გადასვლა

ბაშყარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაშყარა
კოორდინატები: 43°10′35″ ჩ. გ. 42°44′21″ ა. გ. / 43.17639° ჩ. გ. 42.73917° ა. გ. / 43.17639; 42.73917
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ყაბარდო-ბალყარეთი
სიმაღლე 4162 
ქედი სვანეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები გრანიტოიდი
ბაშყარა — საქართველო
ბაშყარა
ბაშყარა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ბაშყარა

ბაშყარამწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ნივალურ ზონაში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4162 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. ბაშყარიდან ადილსუს ხეობაში (ბაქსანის აუზი) ეშვება ამავე სახელწოდების მყინვარი, ხოლო სამხრეთით მესტიაჭალის ხეობაში (ენგურის აუზი) — ლეხზირის მყინვარი.