ანდის ქედი
იერსახე
ანდის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 42°48′42″ ჩ. გ. 46°13′54″ ა. გ. / 42.81167° ჩ. გ. 46.23167° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი |
სიმაღლე | 2736 მ |
ანდის ქედი — ქედი კავკასიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩეჩნეთ-ინგუშეთისა და დაღესტნის საზღვრებზე. მდინარეების ანდის ყოისუს, სუნჟისა და თერგის ქვემო დინების აუზების წყალგამყოფი. სიგრძე დაახლოებით 60 კმ, სიმაღლე 2736 მ-მდე. აგებულია ცარცული კირქვებით. ფერდობები შემოსილია წიფლისა და რცხილის ტყეებით, სამხრეთი ფერდობები — მთის მდელოსტეპებით და ბუჩქნარებით, თხემზე მდელოებია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 444.