შინაარსზე გადასვლა

თეოდოს II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
15:31, 31 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, M. (განხილვა | წვლილი) (წაიშალა კატეგორია:აფხაზეთის მმართველები გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ტერმინს „თეოდოს“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ თეოდოს.
თეოდოს II
აფხაზთა მეფე
მმართ. დასაწყისი: 798
მმართ. დასასრული: 825
წინამორბედი: ლეონ II
მემკვიდრე: დემეტრე II
გარდ. თარიღი: 825
შვილები: დემეტრე II
მამა: ლეონ II

თეოდოს II (გ. დაახლოებით 825) — დასავლეთ საქართველოს (აფხაზთა სამეფოს) მეფე დაახლოებით 798-825 წლებში, ლეონ II-ის ძე.

მონაწილეობდა კახეთის მთავარ გრიგოლისა და აშოტ I კურაპალატს შორის ქართლის დაუფლებისათვის ატეხილ ბრძოლაში (ემხრობოდა აშოტს), „მატიანე ქართლისაჲ“ თეოდოს II-ს არასწორად მიაწერს ბუღა თურქის წინააღმდეგ ბრძოლას. ბუღა თურქი შემოესია საქართველოს 853 წელს, როდესაც აფხაზთა მეფე იყო თეოდოს II-ის ძმა და მემკვიდრე დემეტრე (დიმიტრი) II.

წინამორბედი:
ლეონ II
აფხაზეთის მეფე
792 - 825
შემდეგი:
დემეტრე II