გულწითელა
გულწითელა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Erithacus rubecula (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22709675 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
ზაფხულში მთელი წლის განმავლობაში ზამთარში | |||||||||||||||
|
გულწითელა (ლათ. Erithacus rubecula) — ფრინველი მემატლიასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 15–16 სმ, წონა 16–18 გრამი. გავრცელებულია ევროპაში, სპორადულად აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება როგორც მობინადრე ფრინველი, ვრცელდება ზღვის დონიდან 1800 მეტრამდე. უდეს იკეთებს მიწაზე, კუნძებზე, იშვიათად ფუღუროში, წაქცეული ხეების ქვეშ. დებს 4–7 (ჩვეულებრივ 5–6) კვერცხს, კრუხობს 13–14 დღე. ბარტყებს ჩეკს ზაფხულში. ფრთხილი ფრინველია, საკვებს ხტუნვა-ხტუნვით დაეძებს. იკვებება მწერებით, ლოქორებით, ჭიებითა და სხვა უხერხემლოებით, ბალახის თესლით და კენკრით. საქართველოში გვხვდება როგორც მობუდარი გადამფრენი ფორმა, ამასთან, ქვესახეობებიდან კავკასიონისათვის დამახასიათებელია კავკასიური გულწითელა (ლათ. Erithacus rubecula caucasicus), ხოლო მცირე კავკასიონისათვის — ირანული ქვესახეობა — ჰირკანული გულწითელა (Erithacus rubecula hyrcanus), მიმოფრენისას გვხვდება ჩვეულებრივი გულწითელა (ლათ. Erithacus rubecula rubecula).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 306.
- ჟორდანია რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 200.