შინაარსზე გადასვლა

Windows Phone 8.1

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Windows Phone 8.1
შემქმნელი Microsoft Corporation და Nokia
წყაროს მოდელი დახურული წყარო
თავდაპირველი ვერსიის
საბოლოო ვარიანტი
14 აპრილი, 2014; 10 წლის წინ (2014-04-14)[1]
ძირითადი
ხელმისაწვდომობა
15 ივლისი, 2014; 10 წლის წინ (2014-07-15)
უკანასკნელი გამოშვება 8.10.15116.125 / 10 აპრილი, 2015; 9 წლის წინ (2015-04-10)
განახლების მეთოდი Firmware over the air და Windows Phone Store
მხარდაჭერილი
პლატფორმები
32 ბიტიანი ARM-არქიტექტურა
ბირთვის ტიპი ჰიბრიდული (NT-ის ბირთვი)[2]
ლიცენზია კომერციული დაპატენტებული პროგრამული უზრუნველყოფა
წინა Windows Phone 8 (2012)
შემდეგი Windows 10 Mobile (2015)
ოფიციალური საიტი ოფიციალური საიტის არქივი საიტზე Wayback Machine (archive index)
მხარდაჭერის სტატუსი
2017 წლის 11 ივლისს შეწყდა მხარდაჭერა[3]

Windows Phone 8.1Windows Phone-ის ბაზაზე მომუშავე სმარტფონების სისტემური განახლება. უახლესი საოპერაციო სისტემის პრეზენტაცია 2014 წლის 2 აპრილს, Microsoft-ის ყოველწლიურ კონფერენცია Build-ის ფარგლებში გაიმართა. ამ განახლების Preview ვერსიის გავრცელება 2014 წლის 14 აპრილს დაიწყო. აღნიშნული განახლება ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც საკუთარ სმარტფონზე იყენებდნენ დეველოპერულ აპლიკაცია „Preview for Developers“-ს.[4]

Windows Phone 8.1-ის ოფიციალური გავრცელება 15 ივლისს დაიწყო, რომელსაც Lumia-სმარტფონებისთვის თან ახლდა საფირმო განახლება Lumia Cyan-იც. განახლების გავრცელების პირველ ფაზაში მოექცა ევროპის რამდენიმე სახელმწიფო დაწყებული ფინეთით, დამთავრებული ტაივანითა და არგენტინით. 2014 წლის აგვისტომდე განახლება ხელმისაწვდომი იყო პრაქტიკულად ყველა სმარტფონისთვის (გამონაკლისია Lumia 1520).[5]

Lumia 1520-ზე განახლების გავრცელება სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო.

შეტყობინებების ცენტრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონფერენცია Build 2014-ზე წარმოდგენილი იყო მოსალოდნელი შეტყობინებების ცენტრი, რომელშიც შეგროვდებოდა ყველა შეტყობინება და მოთავსდებოდა სწრაფი პარამეტრების 4 მალსახმობი (6“ ეკრანის შემთხვევაში- 5).

ხმოვანი დამხმარე „Cortana“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Windows Phone 8.1-ში ასევე დაამატეს ხმოვანი დამხმარე „Cortana“. დამხმარე ფუნქციონირებს Bing-ის სერვისების მეშვეობით და ამჟამად იმყოფება ბეტა-ტესტირების რეჟიმში. იმისათვის, რომ შეძლოთ მისი ბეტა-ვერსიის გამოყენება, სმარტფონზე საჭიროა რეგიონად აშშ-ს და ენად ინგლისურის (აშშ) არჩევა. კორტანას გააჩნია საკუთარი ჩანაწერების წიგნაკი, ე. წ „NoteBook“- სადაც თქვენ შეგიძლიათ დამხმარეს უფლებები გაუწეროთ. მას ამჟამად არ გააჩნია ქართული ენის მხარდაჭერა.

ცვლილებები ღრუბელში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

SkyDrive-მა შეცვალა სახელწოდება და გახდა OneDrive იმის გამო, რომ ბრენდი „Sky“ ეკუთვნის მაუწყებლობას BSkyB. ასევე გაიზარდა მოცულობა 7 გბ-დან 15-მდე.

Windows Phone 8.1 სმარტფონებს გამოუშვებს Microsoft-ი უკვე ახალი ბრენდით Lumia. ახალ საოპერაციო სისტემის გამოსვლის შემდეგ, WP-სმარტფონების წარმოებას 25-ზე მეტი კომპანია უერთდება, მათ შორის Samsung, XoloPhone, HTC, Micromax, Fly, Prestigio, LG, Alcatel და სხვა.

Windows Phone 8.1-თან ერთად აღარაა აუცილებელი სმარტფონებზე 3 აპარატული ღილაკის მოთავსება სმარტფონის წარმოებისთვის. ეს ნაბიჯი შეუწყობს ხელს, რომ მწარმოებელმა შეძლოს იგივე სმარტფონი სხვადასხვა საოპერაციო სისტემებით გამოუშვას. ასევე შესაძლებელი გახდა უფრო იაფი და ხელმისაწვდომი სმარტფონების წარმოება.

Windows Phone-ს ამიერიდან ეკრანზე მოთავსებული 3 ღილაკის მხარდაჭერა აქვს. ესენია „უკან“, “სახლი“ და „ძიება“.

Windows Phone-ის მწარმოებლებს კამერის ფიზიკური ღილაკის ჩაშენებასაც აღარ ავალდებულებენ.

  • Action Center- Windows Phone 8.1-ზე არსებული შეტყობინებების ცენტრი.
  • ბლოკირების ეკრანის გახსნილი API დეველოპერებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ბლოკირების ერკანის შეცვლა მრავალნაირადაა შესაძლებელი.
  • შესაძლებელია სარკმელების მესამე სვეტის დამატება პატარა ზომის ეკრანებზე.
  • Cortana. ხმოვან ასისტენტს დიდი ყურადღება დაეთმო.
  • საწყის ეკრანზე გამოსახულების დაყენების შესაძლებლობა. ე.წ. პარალაქსის ეფექტი და გამჭვირვალე სარკმელები.
  • გადამუშავებულია აპლიკაციების მარკეტი, დამატებულია კატეგორია „რეკომენდებული აპლიკაციები“.
  • კალენდარი. მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული აპლიკაცია. დამატებულია შეთვალიერების ახალი რეჟიმები, მისი გამოყენება კი უფრო მოსახერხებელი გახდა.
  • Wi-Fi Sense. პოულობს Wi-Fi ქსელს რუკაზე, გაძლევთ საშუალებას გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს ან ნაცნობებს Wi-Fi-ქსელის პარამეტრები (მათ შორის პაროლი, რომლის შეყვანაც აღარ იქნება საჭირო).
  • VoIP-სერვისებთან უფრო ღრმა ინტეგრაცია. სატელეფონო ზარის დროს თქვენ მომენტალურად შეგიძლიათ გადაერთოთ Skype-ზე.
  • Word Flow კლავიატურა, იგივე Swype. ტექსტის სწრაფად აკრეფაში კლავიატურა-რეკორდსმენი.
  • Windows Phone მარკეტის ცვლილებები და გაუმჯობესება — შეცვლილია ინტერფეისის ზოგიერთი ნაწილი (მაგალითად, შეფასების სისტემა, საწყისი გვერდი და სხვა).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 14 აპრილი, 2014; 10 წლის წინ (2014-04-14)
  2. Jo Foley, Mary. (June 20, 2012) Microsoft's Windows Phone 8 finally gets a 'real' Windows core. ZDNet. ციტირების თარიღი: December 25, 2012.
  3. Microsoft Support Lifecycle: Windows Phone 8.1. Microsoft Support. Microsoft Corporation. ციტირების თარიღი: January 12, 2016.
  4. Windows Phone 8.1 now available to developers (April 14, 2014). ციტირების თარიღი: 14 April 2014.
  5. Track Windows Phone 8.1+Lumia Cyan rollout here! (April 1, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 26, 2014. ციტირების თარიღი: April 1, 2014.