Traveling Wilburys
Traveling Wilburys | |
---|---|
The Traveling Wilburys 1988 წელს ზევით: ჯეფ ლინი, ტომ პეტი ქვევით: როი ორბისონი, ბობ დილანი, ჯორჯ ჰარისონი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | მალიბუ, კალიფორნია |
ჟანრ(ებ)ი | ფოლკ-როკი, ქანთრი-როკი, რუტს-როკი, ჰარტლენდ-როკი |
აქტიური | 1988 | –1990
ლეიბლ(ებ)ი | Wilbury / Warner Bros. |
ყოფილი წევრები |
ბობ დილანი ჯორჯ ჰარისონი ჯეფ ლინი როი ორბისონი ტომ პეტი ჯიმ კელტნერი |
საიტი | |
Traveling Wilburys ვიკისაწყობში |
Traveling Wilburys — 1980-იანი წლების ბოლოს შექმნილი სუპერჯგუფი. მასში შედიოდა მსოფლიო როკ და პოპ მუსიკის ხუთი ვარსკვლავი: ჯორჯ ჰარისონი, ჯეფ ლინი, როი ორბისონი, ტომ პეტი და ბობ დილანი. ჯგუფმა თავისი ორწლიანი არსებობის მანძილზე ჩაწერა ორი ალბომი.
სიტყვა Wilburys იყო სლენგი, რომელიც მოიგონეს ჯორჯ ჰარისონმა და ჯეფ ლინმა 1987 წელს ჰარისონის Cloud Nine ალბომის ჩაწერის პერიოდში, როგორც სტუდიის ჩამწერი მოწყობილობებისათვის შექმნილი მოფერებითი სახელი. ჰარისონი მიუთითებდა რა აპარატურის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, ხუმრობით მიანიშნებდა ლინს: „We'll bury 'em in the mix“. ეს ტერმინი იქნა გამოყენებული ხელმეორედ, როდესაც მთელი ჯგუფი ერთად შეიკრიბა. ჰარისონმა ჯგუფის დასახელებად წამოაყენა The Trembling Wilburys, ამის ნაცვლად კი ლინმა შესთავაზა Traveling, რომელიც ჯგუფმა მოიწონა. ამერიკულად დაწერილი Traveling ბრიტანული Travelling-ის ნაცვლად იმიტომ გამოიყენეს, რომ ჯგუფმა მოღვაწეობა დაიწყო შეერთებულ შტატებში, ხოლო შემადგენლობაში იყვნენ სამი ამერიკელი და ორი ბრიტანელი.
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტუდიური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Traveling Wilburys Vol. 1 — გამოვიდა 1988 წლის 25 ოქტომბერს ლეიბლზე Wilbury, 2 წლის შემდეგ ხელახლა გამოვიდა ლეიბლზე „Warner Bros.“.
- Traveling Wilburys Vol. 3 — გამოვიდა 1990 წლის 19 ოქტომბერს ლეიბლზე Wilbury, შემდეგ — Warner Bros..
კომპილაციური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „The Traveling Wilburys Collection“ — გამოვიდა 2007 წლის 12 ივლისს ლეიბლზე 12 Rhino.
სინგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Handle with Care“ — 1988
- „Last Night“ — 1988
- „End Of The Line“ — 1989
- „Heading For The Light“ — 1989
- „Nobody's Child“ — 1990
- „She's My Baby“ — 1990
- „Inside Out“ — 1991
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Amburn, Ellis (1990). Dark Star: The Roy Orbison Story. New York, NY: Carol Publishing Group. ISBN 0-8184-0518-X.
- Badman, Keith (2001). The Beatles Diary Volume 2: After the Break-Up 1970–2001. London: Omnibus Press. ISBN 978-0-7119-8307-6.
- Clayson, Alan (1989). Only the Lonely: Roy Orbison's Life and Legacy. London: St. Martin's Press. ISBN 0-312-03961-1.
- Clayson, Alan (2003). George Harrison. London: Sanctuary. ISBN 1-86074-489-3.
- The Editors of Rolling Stone (2002). Harrison. New York, NY: Rolling Stone Press. ISBN 978-0-7432-3581-5.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|