Lavazza
ტიპი | კერძო კომპანია |
---|---|
დარგი | ყავის წარმოება და გაყიდვა |
დაფუძნდა |
1895 ტურინი, იტალია |
დამაარსებელი | ლუიჯი ლავაცა |
სათავო ოფისი | ტურინი, იტალია |
მმართველი |
Alberto Lavazza (პრეზიდენტი) Antonio Baravalle (CEO) |
პროდუქცია |
ყავის მარცვლები Merchandise |
შემოსავალი | €2.2 მილიარდი (2019)[1] |
თანამშრომელი | 3,800 (2018)[2] |
საიტი | lavazza.com |
Luigi Lavazza S.p.A. (იტალიურად წარმოითქმის: [laˈvattsa] ) — ყავის პროდუქტების მწარმოებელი იტალიური კომპანია. იგი ლუიჯი ლავაცამ 1895 წელს იტალიის ქალაქ ტურინში დააარსა. ბრენდი თავდაპირველად გამოდიოდა პატარა სასურსათო მაღაზიაში Via San Tommaso-ს 10-ში. კომპანიას ამჟამად ლავაცას ოჯახის მესამე და მეოთხე თაობა მართავს.
ყავა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Lavazza ყავის იმპორტს ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ბრაზილიიდან, კოლუმბიიდან, გვატემალადან, კოსტა-რიკადან, ჰონდურასიდან, უგანდადან, ინდონეზიიდან, შეერთებული შტატებიდან და მექსიკიდან. მდგრადი წარმოების პრობლემებმა აიძულა კომპანია შეექმნა პროექტი ¡Tierra! — მდგრადი სოფლის მეურნეობის პროგრამა ჰონდურასში, კოლუმბიასა და პერუში, რომელიც მიზნად ისახავს ყავის ხარისხის გაუმჯობესებას, გარემოსა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან ერთად.[3]
ბრენდირებული როგორც „იტალიის საყვარელი ყავა“, კომპანია ირწმუნება, რომ იტალიაში 20 მილიონი ყავის შემსყიდველი ოჯახიდან 16 მილიონი ირჩევს Lavazza-ს. დღეს მის შეთავაზებებს შორის არის ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: Qualità Oro, Qualità Rossa, Club, Caffè Espresso, Il Perfetto Espresso, Caffè Crema, Gran Aroma Bar, Super Crema, Crema e Gusto, Crema e Aroma, Top Class, Grand'Espresso, Dek (დეკოფეინირებული) და ყავის კაფსულები A Modo Mio, „Espresso Point“ და Lavazza Blue. ასევე Lavazza აწარმოებს Nespresso-სთვის თავსებად კაფსულებს (NCC).
Საცალო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპანია ფლობს მრავალ საცალო ყავის მაღაზიას („Il Caffè di Roma“ და „Espression“). მაღაზიებში იყიდება ტრადიციული ყავის სასმელები, ასევე მთლიანი მარცვლები და დაფქვილი ყავა სახლის გამოყენებისთვის.
კომპანია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1895 წელს ტურინში, იტალიაში დაარსებულ Lavazza-ს უკვე მეოთხე თაობაა ამავე სახელწოდების ოჯახი ფლობს და მართავს. მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე მყოფი ყავის მწარმოებლის, Lavazza-ს საბაზრო წილი იტალიის ყავის ბაზრის 36%-ზე მეტის შეადგენს. კომპანაის ჰყავს 3800 თანამშრომელი, შემოსავალმა კი, 2019 წელს 2.24 მილიარდი ევრო შეადგინა.[4] კომპანიას აქვს ექვსი საწარმო, სამი იტალიაში და სამი საზღვარგარეთ და მუშაობს კომპანიების და დისტრიბუტორების მეშვეობით 90-ზე მეტ ქვეყანაში. Lavazza-ს პროდუქციის 46% ექსპორტზე გადის. Lavazza თავის თავს მიაწერს შერწყმის კონცეფციის შექმნას, „სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილას მოყვანილი სხვადასხვა სახის ყავის შერწყმის ხელოვნების“ გამოგონებასდა აცხადებს, რომ ეს მისი ყველა პროდუქტის გამორჩეული თვისებაა. კომპანიას ასევე აქვს 25 წლიანი გამოცდილება კაფსულის ყავის აპარატების წარმოებასა და გაყიდვაში. დღეს, უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობის შედეგად, Lavazza ამ სეგმენტში ოთხ პლატფორმას მართავს. 1979 წელს კომპანიამ დააარსა „ლუიჯი ლავაცას ყავის კვლევის ცენტრი“, რომელიც „ესპრესოს შესწავლას ეძღვნება“ და რომელიც მოგვიანებითგადაკეთდა ლავაცას სასწავლო ცენტრად, 50-ზე მეტი ყავის სკოლის ქსელად, სადაც 30 ათასი ადამიანი გადის ტრეინინგს ყოველწლიურად.
2002 წელს დაფუძნებული ლავაცას ფონდის საქმიანობებს შორის არის პროექტი Tierra, რომელიც Rainforest Alliance-თან თანამშრომლობით ატარებს კვლევებს „საუკეთესო საბოლოო პროდუქტის ხარისხის“ მისაღწევად, ყავის წარმოებაში დასაქმებული ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესების გზით.[5]
2016 წლის თებერვალში Lavazza-მ Jacobs Douwe Egberts-ისგან შეიძინა ბრენდები: Carte Noire და Merrild.
2017 წლის მაისში Lavazza-მ შეიძინა კანადური Kicking Horse Coffee-ს 80%-იანი წილი.[6]
2019 წელს, PepsiCo-სთან ერთად, Lavazza-მ ევროპის ბაზრისთვის გამოუშვა მზა კაპუჩინო თუნუქის ქილებში.[7]
სპონსორობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წელს Lavazza გახდა საფეხბურთო კლუბ ლივერპულის[8] და ფორმულა 1-ს სარბოლო გუნდის — Williams-ის სპონსორი. (რადგან კომპანია კანადელი მრბოლელის ნიკოლას ლატიფის პირადი სპონსორია).[9] [10]
აგრეთვე, 2020 წლის სექტემბერში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, Lavazza ოფიციალურად გახდა საფეხბურთო კლუბ იუვენტუსუს მიერ მიერ მოხმარებული ყავის ბრენდი.
ოფისები და საწარმოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„Luigi Lavazza S.p.A.“ წარმოდგებილია 90-ზე მეტ ქვეყანაში, 20-ზე მეტი ოფისით და საწარმოო ქარხნით იტალიასა და დანარჩენ მსოფლიოში.
ტურინში, ცოტა ხნის წინ გაიხსნა „ნუვოლა“ — [11] Lavazza-ს ახალი ოფისი. (პროექტზე cino Zucchi Architetti-მ იმუშავა). ტურინის გარდა, Luigi Lavazza S.p.A.-ს აქვს კიდევ 12 ევროპული ოფისი და ასევე წარმოდგენილია შეერთებულ შტატებში,[12] ავსტრალიაში,[13] სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთსა (ორი მდებარეობით) და მაროკოში.
ამჟამად, Lavazza Group მოიცავს 21 კომპანიასა და საერთაშორისო ოფისებს, მათ შორის ტურინის ოფის „Nuvola“-ს და San Tommaso 10-ს — იგივე ძველი მაღაზიას Via San Tommaso-ზე, რომელსაც 1800-იანი წლების ბოლოს ლუიჯი ლავაცა ფლობდა.
ქვეყანა | ქალაქი | Ლეგალური სახელი |
---|---|---|
იტალია | ტურინი | LUIGI LAVAZZA S.p.A.[14] |
არგენტინა | ბუენოს-აირესი | Lavazza Argentina S.A. |
ავსტრალია | მელბურნი | Lavazza Australia Pty Ltd.[15] |
ავსტრია | ვენა | Lavazza Kaffee GmbH |
ბრაზილია | რიო დე ჟანეირო | Lavazza do Brasil Ind. E Com. Ltda |
დანია | ფრედერიკია | Lavazza Denmark |
საფრანგეთი | ლუაზი-ლე-გრანი | Lavazza France S.A.S. |
გერმანია | ფრანკფურტი | Luigi Lavazza Deutschland GmbH |
საბერძნეთი | ათენი | Onda Coffee Break AD |
ინდოეთი | ჩენაი | Fresh & Honest Cafe Ltd. |
ინდოეთი | ნიუ-დელი | Barista Coffee Company Limited |
იტალია | ტურინი | Cofincaf |
იტალია | სეგრატე (მილანი) | Ercom SPA |
იტალია | ტურინი | San Tommaso 10 |
მაროკო | კასაბლანკა | Lavazza Maroc (SARLAU) |
ნიდერლანდები | ოოსტზაანი | Bluespresso B.V. |
ნეპალი | ფოხარა | Coffee Culture Cafe Pvt Ltd |
პორტუგალია | პორტო სალვო | Sogefran S.A. |
ესპანეთი | ბარსელონა | LAVAZZA ESPAÑA |
შვედეთი | სტოკჰოლმი | Lavazza Sweden AB |
გაერთიანებული სამეფო | უბბრიჯი | Lavazza Coffee (UK) Ltd.[16] |
შეერთებული შტატები | Ნიუ იორკი | Lavazza Premium Coffees Corp. [17] |
Lavazza ჯგუფს 3 ძირითადი საწარმო აქვს იტალიაში: ტურინი, პირველი ისტორიული საწარმო. გატინარაში, სადაც იწარმოება Lavazza A Modo Mio, Lavazza Espresso Point და Lavazza Blue კაფსულები; და პოცილიში, სადაც კომპანია დეკოფეინირებულ ყავას აწარმოებს. სხვა საწარმოები მდებარეობს საფრანგეთში, ინდოეთსა და ბრაზილიაში.[18]
ქვეყანა | ქალაქი |
---|---|
იტალია | ტურინი |
იტალია | პოცილი (ისერნია) |
იტალია | გატინარა (ვერჩელი) |
საფრანგეთი | ლავრუნი |
Კალენდარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლიდან Lavazza უშვებს „Lavazza Calendar“-ს, რომელშიც წარმოდგენილია მოდის ინდუსტრიაში მომუშავე მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ფოტოგრაფის ნამუშევრები. კალენდარი შეძენა არაა შესაძლებელი. ავტორებს შეადგენენ ენი ლეიბოვიცი 2009 წელს, დევიდ ლაჩაპელი 2002 წელს, ჰელმუტ ნიუტონი 1993 და 1994 წლებში, ელენ ფონ უნვერტი 1995 წელს, ეუჯენიო რეკუენკო 2007 წელს, ერვინ ოლაფი 2005 წელს და პლატონი 2018 წელს.[19][20][21]
გამოყენებული ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Lavazza 2019 financials.
- ↑ Lavazza 2019 financials.
- ↑ When coffee is Lavazza. Spotlight. Italian Institute for Foreign Trade. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-01. ციტირების თარიღი: 2007-10-23
- ↑ Lavazza posts record 2019 results and pledges €10m coronavirus relief for Italy - World Coffee Portal. ციტირების თარიღი: 2020-07-01
- ↑ Learn more about Lavazza's CSR initiative ¡Tierra!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-02. ციტირების თარიღი: 2016-09-26
- ↑ Press, The Canadian. (2017-05-24) Italy's Lavazza Group buys 80% stake in B.C.-based Kicking Horse Coffee - BNN Bloomberg. ციტირების თარიღი: 2019-09-04
- ↑ Selwood2019-07-03T11:38:00+01:00, Daniel. PepsiCo teams up with Lavazza for iced coffee RTD en. ციტირების თარიღი: 2020-07-01
- ↑ Liverpool FC and Lavazza announce new partnership. ციტირების თარიღი: 2020-08-05
- ↑ ROKiT Williams Racing Announces New Partnership with Lavazza. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-13. ციტირების თარიღი: 2020-07-01
- ↑ Williams Racing adds Lavazza to new-look sponsorship portfolio (2020-01-09). ციტირების თარიღი: 2020-07-01
- ↑ Nuvola, the new Lavazza Headquarter in Turin. ციტირების თარიღი: 2018-02-28
- ↑ Lavazza United States official website. ციტირების თარიღი: 2018-02-28
- ↑ Lavazza Australia official website. ციტირების თარიღი: 2018-02-28
- ↑ Lavazza Headquarter or "Nuvola" https://goo.gl/maps/YQNHKYBbzoB2
- ↑ Lavazza AU international office https://goo.gl/maps/2K6RpmX9z4N2
- ↑ Lavazza UK international office https://goo.gl/maps/uCfvQsU5SCK2
- ↑ Lavazza US international office https://goo.gl/maps/XbX5mA2p2sP2
- ↑ Manufacturing Plants en. ციტირების თარიღი: 2020-07-01
- ↑ Australian Vogue Online დაარქივებული 2007-12-18 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Gibson, Amber. (November 30, 2017) A Calendar To Save The World en. ციტირების თარიღი: 2019-09-04
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-18. ციტირების თარიღი: 2008-11-18, Events Column, 2008