Just Dance (ქართ.მხოლოდ ცეკვა) — ამერიკელი პოპ-მომღერალ ლედი გაგას სადებიუტო სინგლი ასევე სადებიუტო ალბომიდან The Fame. სიმღერის ავტორები არიან ლედი გაგა, რეპერი ეიკონი და RedOne. იგი ჩაწერილია ამერიკელ პოპ-მომღერალ კოლბი ო’დონისთან ერთად, ასევე ბექ-ვოკალში ისმის ეიკონის ხმა. გაგას განცხადებით, სიმღერა დაიწერა ათ წუთში. სიმღერაზე დიდი გავლენა იქონია R&B მუსიკამ. სიმღერის ძირითადი ტექსტი კლუბში მოწამვლას ეხება.
კრიტიკოსების მხრიდან სიმღერამ დაიმსახურა აღიარება. მათ ხაზი გაუსვეს მელოდიას და აღნიშნეს, რომ ეს არის ღამის კლუბის ნამდვილი ჰიმნი. სიმღერამ უდიდეს კომერციულ წარმატებას მიაღწია და დაიკავა მოწინავე ადგილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჩარტში. მან დაიკავა პირველი ადგილი აშშ-ში, ავსტრალიაში, კანადაში, ირლანდიაში, ესპანეთში, ჰოლანდიაში, დიდ ბრიტანეთში და მოხვდა თითქმის ყველა ქვეყნის ათეულში. სიმღერა ბილბორდის ცხელი ასეულში იმყოფებოდა ხუთი თვის განმავლობაში. სინგლი გამოცემის პირველ კვირას გაიყიდა 419,000 ასლის ოდენობით და გახდა მოკლე დროში #2 ყველაზე გაყიდვადი სინგლი აშშ-ში.[2] სიმღერა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 7.7 მილიონ ასლზე მეტი ოდენობით და გახდა ერთ ერთი ყველაზე გაყიდვადი სინგლი.