შინაარსზე გადასვლა

Garbage

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Garbage

Garbage სცენაზე 2022 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა უისკონსინი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი
ელექტრონიკა
აქტიური 1994-2003, 2005, 2007-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი A&E, Warner Bros., Geffen, Mushroom, Almo Sounds
წევრები შირლი მენსონი
დიუკ ერიქსონი
სტივ მარკერი
ბუტჩ ვიგი
საიტი garbage.com
Garbage ვიკისაწყობში

Garbage (ქართ. ნაგავი) — შოტლანდიურ-ამერიკული ჯგუფი, რომელიც უისკონსინის შტატის ქალაქ მედისონში ჩამოყალობდა 1994 წელს. მისი წევრები არიან დიუკ ერიქსონი, შირლი მენსონი, სტივ მარკერი და ბუტჩ ვიგი.

Garbage-მა 1995-1996 წლებში ზრდადი წარმატების მქონე სინგლების სერია გამოუშვა, რამაც კულმინაციას ჰიტზე Stupid Girl მიაღწია. სადებიუტო ალბომი, Garbage, მოულოდნელი გარღვევა იყო, 5 მილიონი გაყიდული ასლით და ორმაგი პლატინის სტატუსით დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და ავსტრალიაში. Garbage-მა მომდევნო ალბომზე, Version 2.0, მუშაობას ორი წელი მოანდომა, რომელიც ბრიტანეთში ჩარტების სათავეებში მოექცა და აშშ-ში #13-ზე დაფიქსირდა პიკის დროს. ალბომი ნომინირებული იყო ორ, წლის ალბომის და საუკეთესო როკ ალბომის წოდებაზე გრემის ცერემონიაზე, და მისმა გაყიდვებმა 5 მილიონს გადააჭარბა. 1999 წელს, ჯგუფმა ჯეიმზ ბონდის ფილმისთვის „მსოფლიოც არ არის საკმარისი“ თემა შეასრულა. იმავე წელს, მათ ასევე დაწერეს სიმღერა When I Grow Up ადამ სენდლერის ფილმისთვის „დიდი მამიკო“.

ჯგუფი იბრძოდა საწყისი წარმატების შესანარჩუნებლად, მაგრამ 2001 წელს გამოშვებულმა მათმა მესამე ალბომმა, Beautiful Garbage, წინამორბედების კომერციული წარმატება ვერ გაიზიარა. 2003 წელს კი ჯგუფი ლამის დაიშალა, თუმცა 2005 წლეს ის ალბომით, Bleed Like Me, დაბრუნდა. ის მათი არსებობის განმავლობაში რეკორდულ #4 ადგილზე მოხვდა ამერიკის ჩარტებში.

სტუდიური ალბომები
სხვა ალბომები
ვიდეო

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Garbage&oldid=4617657“-დან