შინაარსზე გადასვლა

BitTorrent

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
BitTorrent-ის მუშაობის პრინციპი: ფაილის გამავრცელებელზე ხორციელდება ნაკლები დატვირთვა იმი მეშვეობით, რომ კლიენტები იწყებენ მონაცემთა გაზიარებას იმწამსვე, იმის მიუხედავად, არის თუ არა ფაილი ბოლომდე გადმოწერილი მათ მეირ.

ბიტტორენტი — პირინგული (P2P) ქსელური პროტოკოლი ინტერნეტში ფაილების გასაზიარებლად. მისი მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ფაილის მეორე მომხმარებლისგან გადაწერა სერვერზე დამატებითი დატვირთვის გარეშე. ბიტტორენტის შემთხვევაში „ტრეკერი“ (ანუ სერვერი) მხოლოდ მართავს „კონექტს“ - კავშირს- და მას არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია იმ ფაილზე, რომელსაც მომხმარებელი იწერს ან სხვას უზიარებს. პროგრამის მთავარ დადებით მხარედ ითვლება ის, რომ ფაილის გადმოწერის დროს მომხმარებელი ასევე ხდება „ლიჩერი“ - იგი უზიარებს (შესაბამის ჟარგონზე - „უსიდირებს“) ფაილს სხვა მომხმარებლებს; რაც უფრო მეტი მომხმარებელი (ლიჩერი ან სიდერი) ჰყავს ამ ფაილს, მით უფრო დიდი სიჩქარე აქვთ თითოეულს. პროტოკოლი შექმნა ბრემ კოენმა 2001 წლის 4 აპრილს, რომელმაც ასევე დაწერა პირველი ტორენტ-კლიენტი „BitTorrent“.

ფაილების ჩამოტვირთვის პრინციპი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროტოკოლისა და პროგრამის მთავარ დადებით მხარედ ითვლება ის, რომ ვინც ტვირთავს ფაილს (ინგლ. Leachers, ლიჩერი) ამავდროულად არის ამ ფაილის გამცემიც (ინგლ. Seeders, სიდერი), უნებლიეთ გასცემს რა საკუთარი რესურის ნაწილს სხვისთვის ფაილის ჩამოტვირთვისთვის. ამ პრინციპით ყველა ერთმანეთს ეხმარება.

ტერმინები Seeder, leacher, tracker, torrent, ratio, announce URL

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ტორენტი (ინგლ. torrent) არის იდენტიფიკატორი, ანუ ფაილი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას არჩეულ ფაილზე. მაგალითად: ფაილის ზომას, ფაილის ფრაგმენტებს, უჩვენებს ტრეკერს, ლიჩერთა და სიდერთა.
  • სიდერი (ინგლ. Seeder) არის ის მომხმარებელი რომელსაც გააჩნია ფაილის 100%.
  • ლიჩერი (ინგლ. Leacher) არის, ის ვინც იწერს ამა თუ იმ ფაილს და ამავდროულად სხვასაც უზიარებს მის გარკვეულ ნაწილებს, ხოლო როდესაც იგი გადაიწერს ამ ფაილის 100%-ს ისიც გახდება სიდერი.
  • ტრეკერი (ინგლ. Tracker) არის საიტი, რომელზეც დევს ტორენტ ფაილი, და რომელიც იძლევა ინფორმაციას ლიჩერებსა და სიდერებზე, და ამავდროულად არის შუამავალი მომხმარებლებს შორის.
  • რატიო (ინგლ. Ratio) — ატვირთვის შეფარდება გადმოწერასთან.
  • Announce [URL] — „announce“ არის მისამართი, რომელშიც არის ტორენტ ფაილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=BitTorrent&oldid=4378835“-დან