Abacab
Abacab | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 18 სექტემბერი, 1981 | |||
ჩაიწერა | მაისი - ივნისი, 1981, The Farm, სურეი | |||
ჟანრი |
პოპ-როკი პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 47:10 | |||
ლეიბლი |
Charisma/Virgin (ბრიტანეთი) Atlantic (აშშ) | |||
პროდიუსერი | ჯენესისი | |||
ჯენესისი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Abacab | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Rolling Stone | [2] |
Q | [3] |
Abacab — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის მეთერთმეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1981 წელს.
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯენესისმა ამ ალბომით განაინაცვლა უფრო მსუბუქი მუსიკისკენ, რაც უკვე დაიწყო დისკში Duke. როგორც მოყვარულებმა, ასევე კრიტიკოსებმა არაერთგვაროვანი შეფასება მისცეს ჯგუფის ამ თამამ ექსპერიმენტს. მაგრამ თავად ჯგუფის წევრების თქმით, მიმდინარეობის შეცვლა იყო ბუნებრივი, რადგან აუცილებელი იყო საკუთარი თავის გადარჩენა, ცვალებად მუსიკალურ სცენაზე, რომელსაც იპყრობდა 80-იანების ჟღერადობა. შედეგად, „სასათაურო სიმღერა“, „No Reply At All“, „Keep It Dark“ და „Man On The Corner“ იქცნენ წარმატებულ სინგლებად. ალბომი მათი დახმარებით მოხვდა ბრიტანეთის პოპულარული დისკების ჩარტების #1 ადგილზე, გაიყიდა რამდენიმე მილიონი ასლის ოდენობით და იქცა ჯგუფის პირველ პლატინის დისკად აშშ-ში.
Abacab გამოირჩევა ფილ კოლინზის მიერ შემუშავებული დასარტყმელი საკრავების პარტიებით - ელექტრონულ ინსტრუმენტებზე, რამაც დისკს იმ დროისათვის თანამედროვე ჟღერადობა შესძინა. თუმცა, იგივე ეხება პიტერ გებრიელის იმდროინდელ ნაშრომებს, მით უმეტეს, რომ ყველას საერთოდ პროდიუსერი ჰიუ პეჯემი იყო.
გარდა ჯენესისისათვის დამახასიათებელი ტრადიციული ელემენტების გამოყენებისა, დისკში ინტეგრირებულია ახლებიც - ჯგუფის Earth, Wind & Fire სტილის საყვირების სექციები (რომლებიც ასევე ფილ კოლინზის ალბომებზე გამოჩნდა), ფანკის რითმები („Dodo/Lurker“) და სხვა.
წლების მანძილზე ჯენესისი გარე პროდიუსერების დახმარებას იყენებდა. იგივე შეიძლება ითქვას ამ დისკზეც, მაგრამ საგულისხმოა, რომ პროდიუსერების სახით ტრიოს წევრებმაც ჩაწერის პროცესში მნიშვნელოვანი წილი შეიტანეს.
ალბომის სახელწოდება აღებულია სასათაურო კომპოზიციიდან. გიტარისტ მაიკ რეზერფორდის თქმით, კომპოზიცია სამ ნაწილად იყოფა. შესაბამისად, სამივე იყო აღნიშნული a, b და c ასოებით. ჯგუფმა თავად დაალაგა ნაწილების თანმიმდევრობა და მიიღო ასეთი ქრონოლოგია - Accaabbaac.
მიუხედავად სტილისტური ცვლილებებისა, Abacab ითვლება ჯენესისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოცემად, რომელმაც მსმენელი მოამზადა შემდგომი ექსპერიმენტებისათვის - Genesis და Invisible Touch. ჯგუფი მოექცა პანკის/ახალი ტალღის რევოლუციის გავლენის ქვეშ და ეს ყველაფერი გამოიტანა მინიმალისტური, ხალისიანი სიმღერების სახით, რომლებმაც ტრიო მოისროლეს ჩარტებში ისე, როგორც არასდროს.
ალბომისთვის დაიწერა კიდევ სამი სიმღერა - „Paperlate“, „You Might Recall“, და „Me & Virgil“. სამივე გამოიცა EP დისკზე 3 X 3, რომელიც ასევე მოხვდა ბრიტანული სინგლების ჩარტებში. სიმღერები ასევე შეიტანეს დისკზე Three Sides Live (1982).
კიდევ ორი სიმღერა, „Naminanu“ და „Submarine“ გამოიცა ალბომის სინგლების B-გვერდებზე, მაგრამ თავდაპირველად ისინი უნდა შეეტანათ სიმღერებთან „Dodo/Lurker“ ერთად, რადგან ეს ორი კონცეპტუალური პიესის ხასიათს ატარებს.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა სიმღერის ავტორები არიან ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, მაიკ რეზერფორდი, გარდა აღნიშნულისა.
მხარე 1 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Abacab“ | ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, მაიკ რეზერფორდი | 7:02 |
2. | „No Reply at All“ | ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი | 4:41 |
3. | „Me and Sarah Jane“ | ბენქსი | 6:00 |
4. | „Keep It Dark“ | ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი | 4:34 |
მხარე two | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Dodo/Lurker“ | ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი | 7:30 |
2. | „Who Dunnit?“ | ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი | 3:22 |
3. | „Man on the Corner“ | კოლინზი | 4:27 |
4. | „Like It or Not“ | რეზერფორდი | 4:58 |
5. | „Another Record“ | ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი | 4:30 |
B-მხარეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Naminanu (3:54, ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი) შეტანილია სინგლში Keep It Dark
- Submarine (4:38, ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი) შეტანილია სინგლში Man On The Corner
- Paperlate (3:23), You Might Recall (5:31) და Me And Virgil (6:18, ყველა სიმღერის ავტორი - ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი) შეტანილია სინგლში 3 X 3.
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფილ კოლინზი - პერკუსია, დასარტყმელი საკრავები, ვოკალი
- ტონი ბენქსი - კლავიშებიანი საკრავები, ვოკალი, დამატებითი ვოკალი
- მაიკ რეზერფორდი - ბას გიტარა, გიტარა, დამატებითი ვოკალი
ტურნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომის შემდგომი ტურნეს მსვლელობისას სრულდებოდა შემდეგი სიმღერები:
- Behind the Lines/Duchess
- The Lamb Lies Down On Broadway (ყოველთვის არ სრულდებოდა)
- Dodo/Lurker
- Abacab
- Carpet Crawlers
- Me and Sarah Jane
- Misunderstanding
- No Reply
- Firth of Fifth
- Man on the Corner
- Who Dunnit?
- In the Cage/Cinema Show/Slippermen/Afterglow
- Turn It On Again
- Dance on a Volcano/drum duet/Los Endos
- I Know What I Like
სერტიფიცირებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონი | ჯილდო | თარიღი |
---|---|---|
საფრანგეთი – SNEP | ოქრო (100,000 ერთეული) | 1981[4] |
Germany – BVMI | ოქრო (250,000 ერთეული) | 1988[5] |
იტალია – AFI | ოქრო (50,000 ერთეული) | 25 ოქტომბერი 1981[6] |
ბრიტანეთი – ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია | ოქრო (100,000 ერთეული) | 24 სექტემბერი 1981[7] |
აშშ – RIAA | 2x პლატინა (2,000,000 ერთეული) | 11 თებერვალი 1988[8] |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Abacab Genesis Allmusic.com, სტივენ თომას ერლეუაინი
- ↑ Fricke, David (26 ნოემბერი 1981). Abacab review, Rolling Stone.
- ↑ Andy Fyfe Q, მაისი 2007, Issue 250.
- ↑ Les Certifications Officielles des Formats Longs ((33 T. / CD / Albums / Téléchargements depuis 1973) fr. InfoDisc.fr. ციტირების თარიღი: 16 ნოემბერი 2016.
- ↑ Datenbank de. Bundesverband Musikindustrie. ციტირების თარიღი: 16 ნოემბერი 2016.
- ↑ Multiple sources: "TV Sorrisi e Canzoni". News report from 25 ოქტომბერი 1981. (Italian); "Musica e Dischi" Publication (#424) ოქტომბერი 1981. (Italian).
- ↑ Certified Awards. British Phonographic Industry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-06. ციტირების თარიღი: 16 ნოემბერი 2016.
- ↑ Gold & Platinum. Recording Industry Association of America. ციტირების თარიღი: 16 ნოემბერი 2016.