31 ოქტომბერი
იერსახე
<< | ოქტომბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 | |||
2024 |
31 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 304-ე დღე (ნაკიან წლებში – 305-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 61 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 475 : რომულუს ავგუსტულუსი რომის იმპერატორად გამოცხადდა.
- 1517 : პროტესტანტული რეფორმაცია - მარტინ ლუთერი თავის 95 თეზისს ვიტენბერგის ეკლესიის კარზე აქვეყნებს.
- 1864 : ნევადა აშშ-ის 36-ე შტატი გახდა.
- 1876 : ტროპიკულმა ციკლონმა ინდოეთში 200 000 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1892 : ართურ კონან დოილი აქვეყნებს შერლოკ ჰოლმზის თავგადასავლებს.
- 1922 : 39 წლის ასაკში ბენიტო მუსოლინი იტალიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი გახდა.
- 1925 : ირანში ოფიციალურად შეიცვალა ყაჯარების დინასტია ფეჰლევიანების დინასტიით.
- 1940 : მეორე მსოფლიო ომი - ბრიტანეთის ბრძოლა დასრულდა - გაერთიანებულმა სამეფომ გერმანიის ბრიტანეთში შეჭრა აღკვეთა.
- 1941 : 14 წლის მუშაობის შემდეგ მაუნ რაშმორის კვეთა დასრულდა.
- 1954 : ალჟირის ომი დამოუკიდებლობისთვის - ალჟირის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი საფრანგეთის მმართველობის წინააღმდეგ აჯანყდა.
- 1956 : სუეცის კრიზისი - დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ეგვიპტის დაბომბვას იწყებენ, სუეცის არხის გახსნის იძულებისთვის.
- 1961 : იოსებ სტალინის ცხედარი ლენინის მავზოლეუმიდან გამოიტანეს.
- 1984 : ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი მოკლა ორმა სიქხმა დაცვის თანამშრომელმა (ნიუ-დელიში დაწყებული არეულობის შედეგად მოგვიანებით 2000 უდანაშაულო სიქხი დაიღუპა).
- 2010 : მუშათა პარტიის კანდიდატი დილმა რუსეფი ბრაზილიის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
- 2011 : იუნესკო გაეროს პირველი სააგენტოა, რომელმაც პალესტინას წევრის სტატუსი მიანიჭა.
- 2014 : ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი ბლეზ კომპაორე აჯანყების შედეგად დაამხეს.
- 2015 : ეგვიპტეში, სინის ნახევარკუნძულზე ლაინერი Airbus A320-ის ჩამოვარდა, რის შედეგად ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა.
- ახალი ზელანდია 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
- 2018 : ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძეგლის, ერთიანობის ქანდაკების დამონტაჟება დასრულდა.
- 2020 : საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1345 : ფერნანდუ I — პორტუგალიის მეფე
- 1391 : დუარტე I — პორტუგალიის მეფე
- 1421 : ვლადისლაუს I — პოლონეთის მეფე
- 1705 : კლიმენტ XIV — რომის პაპი
- 1821 : ჰავლიჩეკ-ბოროვსკი, კარელ — ჩეხი პოეტი, პუბლიცისტი
- 1835 : ბაიერი, ადოლფ ფონ — გერმანელი ქიმიკოსი
- 1872 : თუმანიშვილი, გიორგი — ქართველი ინჟინერი
- 1887 : ჩან კაი-ში — ჩინეთის პოლიტიკური ლიდერი
- 1892 : ალიოხინი, ალექსანდრე — რუსი მოჭადრაკე
- 1902 : ბათიაშვილი, ირაკლი — ქართველი ენტომოლოგი
- 1922 : ნოროდომ სიჰანოუკი — სინგაპურის მეფე
- 1925 : პოპლი, ჯონ ანტონი — ინგლისელი ქიმიკოსი
- 1961 : მულენი, ლარი — ირლანდიელი მუსიკოსი (U2)
- 1964 : ვან ბასტენი, მარკო — ნიდერლანდელი სპორტსმენი
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1214 : ელეანორა ინგლისელი — ალფონსო VIII-ს მეუღლე, კასტილიის დედოფალი
- 1448 : იოანე VIII პალეოლოგი — ბიზანტიის იმპერატორი
- 1517 : ფრა ბარტოლომეო — იტალიელი მხატვარი
- 1723 : კოსიმო III მედიჩი — ტოსკანის ჰერცოგი
- 1732 : ვიქტორ-ამადეუს II — სავოის მეფე
- 1926 : ჰუდინი, ჰარი — ამერიკელი ილუზიონისტი
- 1984 : განდი, ინდირა — ინდოეთის პრემიერ-მინისტრი
- 1993 : ფედერიკო ფელინი — იტალიელი კინორეჟისორი
- 2020 : შონ კონერი — შოტლანდიელი მსახიობი
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები: