19 სექტემბერი
იერსახე
<< | სექტემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | ||||||
2024 |
19 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 262-ე დღე (ნაკიან წლებში – 263-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 103 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 335 : დალმატიუსს ბიძამისმა, კონსტანტინე I-მა, კეისრის წოდება მიანიჭა.
- 1356 : პუატიეს ბრძოლაში ინგლისელებმა ფრანგები დაამარცხეს.
- 1778 : კონტინენტური კონგრესი აშშ-ის პირველ ბიუჯეტს ამტკიცებს.
- 1796 : ჯორჯ ვაშინგტონი გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოდის.
- 1939 : წითელი არმია ვილნიუსს იღებს.
- 1944 : ფინეთი და სსრკ დაზავდნენ.
- 1946 : ევროპის საბჭო დაარსდა უინსტონ ჩერჩილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ციურიხის უნივერსიტეტში.
- 1952 : აშშ ჩარლი ჩაპლინს ქვეყანაში დაბრუნებას უკრძალავს ამ უკანასკნელის ინგლისში გამგზავრების შემდეგ.
- 1957 : აშშ-მა პირველი მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა ჩაატარა.
- 1983 : სენტ-კიტსი და ნევისი დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1985 : ძლიერმა მიწისძვრამ მეხიკოში ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და მრავალი შენობა დაანგრია.
- 2007 : ქართველ არქეოლოგთა ჯგუფმა დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით დმანისში 1,8 მილიონი წლის ოთხი ადამიანისმაგვარი არსების ძვლები (სურათზე) აღმოაჩინეს.
- 2015 : 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ტონგის ნაკრები ანგარიშით 17:10 დაამარცხა, რითაც, ამ ეტაპზე C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
- 2017 : 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრამ მექსიკაში 363 ადამიანი იმსხვერპლა.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 86 : ანტონინუს პიუსი — რომის იმპერატორი
- 866 : ლევ VI — ბრძენი, ბიზანტიის იმპერატორი
- 1551 : ანრი III (საფრანგეთი) — პოლონეთის და საფრანგეთის მეფე
- 1749 : დელამბრი, ჟან ბატისტ ჟოზეფ — ფრანგი ასტრონომი
- 1911 : გოლდინგი, ვილიამ — ინგლისელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1922 : პეპი, ვილი — ამერიკელი მოკრივე
- 1926 : მასატოსი კოსიბა — იაპონელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1948 : აირონსი, ჯერემი — ბრიტანელი მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1339 : გო-დაიგო — იაპონიის იმპერატორი
- 1881 : ჯეიმზ გარფილდი — აშშ-ს მე-20 პრეზიდენტი
- 1989 : ბირმანი, ნაუმ — რუსი რეჟისორი
- 2011 : გიზო ნიშნიანიძე — ქართველი მწერალი და პოეტი
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს შინა, რომელ არს ხონა
- ღირსი არქიპო
- ევდოქსი, ზენონი და მაკარი
- წმინდა რომილე და მასთან მრავალნი სხვანი
- კირილე ჰორტინელი
- წმინდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან 11 მოწამე.
- ღირსი დავითი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები: