ჯიქა
იერსახე
ჯიქა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჯიქა | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Lonicera caprifolium | ||||||||||||||
|
ჯიქა (ლათ. Lonicera caprifolium) — ხვიარა ბუჩქი ცხრატყავასებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 4 — 5 მ აღწევს. კენწრულ თავაკებად შეკრებილი მოყვითალო-მოთეთრო ან მოწითალო სურნელოვანი ყვავილები აქვს.
იზრდება მდინარეთა ნაპირებსა და ბუჩქნარებში, ასევე ტყეებს და ტყის პირებზე მთის ქვედა და შუა სარტყელში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება.
გავრცელებულია აგრეთვე კავკასიაში, ყირიმში, სამხრეთ ევროპასა და წინა აზიაში. კარგი თაფლოვანი მცენარეა. ფოთლებისა და ყვავილებს მედიცინაში იყენებენ. ჯიქა დეკორატიულია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლ. ხინთიბიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 567.