ხილდერიკ III
ხილდერიკ III | |
---|---|
ლათ. Childericus, ფრანგ. Childéric | |
მედალიონი ხილდერიკ III-ის გამოსახულებით. დაახლოებით 1720 წელი | |
ფრანკების მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 743 |
მმართ. დასასრული: | ნოემბერი, 751 |
წინამორბედი: | თოიდერიხ IV |
მემკვიდრე: | პიპინ მოკლე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლოებით 714 |
გარდ. თარიღი: | დაახლოებით 755 |
გარდ. ადგილი: | სენ-ბერტენის მონასტერი |
მეუღლე: | გიზელა ლაონელი |
შვილები: | ვაჟი: თოიდერიხი |
დინასტია: | მეროვინგები |
მამა: | ხილპერიკ II (?) |
ხილდერიკ III (ფრანგ. Childéric; დ. 714— გ. 755) — ფრანკთა მეფე 743–751 წლებში. ხილპერიკ II-ის ძე, მეროვინგების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. ხილდებერტი ფრანგულიდან ითარგმნება როგორც „ძლიერი ბრძოლაში“ ან „ძლიერი მეომარი“.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთის სამეფო ტახტი 7 წლის განმავლობაში ვაკანტური იყო, სანამ, 743 წელს მაიორდომები, კარლომანი და პიპინ მოკლე ხილდერიკ III-ის გამეფებას გადაწყვეტდნენ. დღემდე შემონახულ ერთ წერილში ხილდერიკი მიმართავს თავის მწყალობლებს:„ხილდერიკ, ფრანგთა მეფე, წარჩინებულ კარლომანს, რომელმაც დასვა ის სამეფო ტახტზე“. სავარაუდოდ, ხილდერიკ III, ხილპერიკ II-ის ვაჟი იყო, თუმცა ამის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.
ხილდებერტი არ იღებდა მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სადაც, როგორც ადრე, მისი მეფობის დროსაც, მაიორდომი დომინირებდა. როცა, 747 წელს კარლომანი მონასტერში გაამწესა, პიპინ მოკლემ გადაწყვიტა, ხელში ჩაეგდო სამეფო ტიტული. მან წერილი გაგზავნა რომის პაპ ზაქარიასთან, სადაც დასმული იყო კითხვა: „ვის უნდა ატარებდეს სამეფო ტიტულს - ვისაც აქვს რეალური ძალაუფლება თუ სამეფო ოჯახის წარმომადგენელს?“ პაპმა უპასუხა, რომ სამეფო ტიტულს რეალური ძალის მფლობელი უნდა ატარებდეს.
751 წლის ნოემბერში ხილდერიკი ტახტიდან გადააყენეს, ხოლო სამეფო მმართველობის სიმბოლო - თმა კი შეჭრეს. საფრანგეთის სამეფო ტახტზე კაროლინგები (ახალი სამეფო გვარის პირველი წარმომადგენელი — პიპინ მოკლე) ავიდნენ. 752 წლის იანვარს ხილდერიკი მონასტერში წავიდა. ის, იქვე დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ, სავარაუდოდ 755 წელს გარდაიცვალა. კაროლინგებისგან მიიღო მეტსახელი „ცრუ მეფე“, ეს მაშინ, როდესაც ხილდერიკი თავად კაროლინგმა, პიპინ მოკლემ აიყვანა სამეფო ტახტზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრედეგარის მემკვიდრენი - The Fourth Book of the Cronicle of Fredegar with its continuations. — London: Thomas Nelson and Sons Ltd, 1960.
- Das Buch von der Geschiche der Franken. // Quellen zur Geschichte des 7. und 8. Jahrhunderts. Ausgewaehlte Quellen zur deutschen Gechichte des Mittelalters. — Darmstadt, 1982. — Т. 4a.
|