ჭანჭიკი
იერსახე
ჭანჭიკი — მანქანათა ნაწილებისა და ნაგებობათა გასართი შეერთებისათვის განკუთვნილი დეტალი. ჭანჭიკი ღეროა, რომელსაც ერთ ბოლოზე აქვს კუთხვილი, მეორე ბოლოზე კი — სხვადასხვა ფორმის ექვსკუთხა ან ოთხკუთხა თავი. ჭანჭიკს ამზადებენ ნახშირბადიანი, მცირედ ლეგირებული ან სპეციალური ფოლადისაგან, თითბირისგან და სხვ.
ყოველდღიურ ქართულ მეტყველებაში ჭანჭიკის აღსანიშნავად გავრცელებულია რუსული ენიდან შემოსული ბარბარიზმი „ვინტი“ (რუს. Винт; გერმანული სიტყვიდან Gewinde, „ხრახნი“).
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 383.