შინაარსზე გადასვლა

შხეფის ციხე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შხეფის ციხე

შხეფის ციხეშუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, სენაკის მახლობლად. ძეგლზე ოთხი სამშენებლო ფენა გამოიყოფა, მათგან ყველაზე ადრეული მე-4 საუკუნის დასაწყისისაა. ყველაზე გვიანდელი კი მე-16-17 საუკუნეებს განეკუთვნება. ეტყობა შემდგომი პერიოდების გადაკეთებათა კვალი.

გამოთქმულია მოსაზრება, რომ შხეფის ციხე არის იგივე ციხესიმაგრე ონოგურისი. შხეფის ციხეს ხშირად საპატიო პატიმართა საპყრობილედ იყენებდნენ. აქ 1590 ტყვეობაში გარდაიცვალა იმერეთის მეფე ლევანი. შხეფის ციხე XIX საუკუნის დასაწყისშიც მოქმედებდა. 1979 ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. XVI საუკუნის შუამდე შედიოდა ჭილაძეების სათავადოში.[1]

ციხე გეგმაში მოგრძო ფორმისაა და გაშლილია აღმ-დას. ხაზზე; ციხე შედგება ორი ჭიშკრისაგან( გალავნის აღმოსავლეთ მონაკვეთზე), სამი კოშკისაგან (სახ-დას, ცენტრალური და სამხ-აღ.), მცირე დარბაზული ეკლესიისგან ( ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, მიშენებულია ჩრდილო გალავანზე), რეზერვუარისგან და გალავნისგან. ციხეს გარს ერტყმის ხელოვნური თავდაცვითი თხრილი. ციხის მშენებლობაში გამოყენებულია კლდის ფლეთილი ქვა და კირის დუღაბი, კედლები აგებულია რიგების დაცვით. სამხ-დას და ცენტრალური კოშკები ოთხკუთხაა, მათგან უკანასკნელი წაკვეთილი პირამიდის მოყვანილობის ოთხ სართულიანი ნაგებობაა. შესასვლელი სამხ.მხარეს 4 მ-ის სიმაღლეზეა გაჭრილი. რაც შეეხება მესამე კოშკს, ის ჩართულია ციხის სამხ-აღმ კუთხეში,არის წრიული ფორმის, სამ სართულიანი. შესასვლელი აქვს მიწის დონეზე დას. მხრიდან. მეცნიერთა ვარაუდით ის საცხოვრებელ ნაგებობას წარმოადგენდა. ეკლესიის დარბაზი აფსიდიანად მოქცეულია გარე ოთხკუთხედში, შესასვლელი აქვს დას. მხრიდან, აფსიდა-აღმ. დაბოლოებაზე.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

  • ნ. ზაქარაია, ქართული ციხესიმაგრეები, კრებული „ფრესკა“, თბ. 1985 წ.
  • ადამია ი., შხეფის ციხესიმაგრე, ძეგლის მეგობარი, 1979, N51.
  • ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973.
  • ზაქარაია პ., ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები, თბ., 2001.
  • ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 217 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
  2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-21. ციტირების თარიღი: 2020-02-22.