შევდე
ქალაქი | |||
---|---|---|---|
შევდე შვედ. Skövde | |||
| |||
ქვეყანა | შვედეთი | ||
კოორდინატები | 58°23′00″ ჩ. გ. 13°51′00″ ა. გ. / 58.38333° ჩ. გ. 13.85000° ა. გ. | ||
ფართობი | 20,31 კმ² | ||
მოსახლეობა | 34 466 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 1 697 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 0500 | ||
შევდე (შვედ. Skövde) — ქალაქი სამხრეთ შვედეთში, ვესტრა-გეტლანდის ლენის დედაქალაქი და თავისივე სახელის მქონე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 34 466 ადამიანს შეადგენს.
მდებარეობს ქალაქ გეტებორგიდან 150 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, შვედეთის ორ დიდ ტბას — ვენერნსა და ვეტერნს შორის. მის აღმოსავლეთ მხარეს გადაჭიმულია დაბალი, ბილინგენის მთები (299 მ), რომლებიც ორ ტბას შორის მდებარე ვაკეს კვეთს. 1890-ან წლებში შევდეზე გაიარა დასავლეთის მთავარმა რკინიგზამ, რამაც დრამატულად გაზარდა ქალაქის მრეწველობა და მოსახლეობა.
ქალაქის სტატუსი 1413 წელს მიიღო.[1] 1759 წელს მნიშვნელოვნად დააზიანა გამანადგურებელმა ხანძარმა.[1]
ქალაქიდან 13 კმ-ში მდებარეობს აეროპორტი.[2] 37 კმ-ში კი მდებარეობს მარიესტადი, რომელიც თავისი საკათედრო ტაძრითაა ცნობილი. შევდეში ფუნქციონირებს უნივერსიტეტი, სადაც 8 000 სტუდენტი სწავლობს.[3]
ქალაქში ასევე მდებარეობს კომპანია Volvo Penta-ის ძრავების ქარხანა,[4] რომელიც სხვა მწარმოებელ, Volvo AB-სა და საავტომობილო მარკა Volvo-სთვის ნაწილებს აწარმოებს. ქარხანაში 5000 ადამიანია დასაქმებული. რამდენიმე მილით სამხრეთ-დასავლეთით, მდებარეობს ურანის საბადო რანსტადი.[5]
ქალაქს ჰყავს საკუთარი საფეხბურთო გუნდი „შევდე აიკი“, რომელიც შვედეთის მესამე დივიზიონში ასპარეზობს.[6]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური ვებ-გვერდი
- SkövdeNätet დაარქივებული 2013-01-12 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links - Website and forum for people living and working in Skövde
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Skövde დაარქივებული 2010-04-25 საიტზე Wayback Machine. Nationalencyklopedin
- ↑ Skövde Flygplats. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-12. ციტირების თარიღი: 2012-01-25.
- ↑ Quick Facts Официальный сайт Университета Шёвде
- ↑ Завод Skövde დაარქივებული 2017-02-20 საიტზე Wayback Machine. volvopenta.com
- ↑ Шёвде. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-21. ციტირების თარიღი: 2012-01-25.
- ↑ Kontaktuppgifter och tävlingar - Skövde AIK Официальный сайт Шведского футбольного союза