ყინულზე ბრძოლა
იერსახე
ყინულზე ბრძოლა (გერმ. Schlacht auf dem Eise), ასევე ჩუდის ტბის ბრძოლა (გერმ. Schlacht auf dem Peipussee) — 1242 წლის 5 აპრილს მომხდარი ბრძოლა ნოვგოროდელებსა და ტევტონთა ორდენსა და ხმლოსანთა ორდენს შორის. გაიმართა ჩუდის ტბაზე. დაასრულა გერმანელ რაინდთა შეჭრა აღმოსავლეთისკენ. ნოვგოროდელებს მეთაურობდა ალექსანდრე ნეველი, ხოლო გერმანელებს – ანდრეას ფონ ველვენი. დაზუსტებით უცნობია გერმანელ რაინდთა ზუსტი რაოდენობა – საბჭოელი მეცნიერები 10-20 ათას ადამიანს ასახელებდნენ, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ მათი რაოდენობა 3000-4000 არ აღემატებოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 645.