ფრუშკა-გორა
იერსახე
ფრუშკა-გორა[1] — სერი[2], იზოლირებული ჭიუხი[3] სერბეთის ავტონომიური ოლქის ვოევოდინისა და ხორვატიის ტერიტორიაზე. უმაღლესი წერტილებია: ცრვენი-ჩოტი — 539 მ, სტრაჟილოვო — 321 მ, ირიშკი-ვენაცი — 451 მ, ველიკი-გრადაცი — 471 მ.
პლიოცენის პერიოდში ჭიუხი იყო პანონიის ზღვის კუნძული[1].
1960 წელს აქ დაარსდა ამავე სახელწოდების ეროვნული პარკი, რომელიც 22 ჰა-ზეა გადაჭიმული და დაცულია უნიკალური ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტი[1].
ფრუშკა-გორა სერბი ხალხის ისტორიული სასულიერო ცენტრია, აქ ადრე მდებარეობდა 30, 1941 წლისათვის კი - 17 მონასტერი.
ფრუშკა-გორის ფართოფოთლოვან ტყეში გვხვდება ირემი და შველი. ფრინველებიდან ბინადრობს თეთრი და შავი ყარყატი, ბეგობის არწივი, ბარი, ძერა და სხვა.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- National Park Fruška Gora დაარქივებული 2010-08-27 საიტზე Wayback Machine.
- Tourist Guide trough Fruška Gora
- The monasteries of Fruška Gora დაარქივებული 2009-07-15 საიტზე Wayback Machine.