შინაარსზე გადასვლა

ფარვიზ მამედრზაევი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარვიზ მამედრზაევი
დაბადების თარიღი 13 თებერვალი 1971

ფარვიზ მამედრზაევი — აზერბაიჯანელი პანტომიმის მსახიობი.[1] აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (2018).

ფარვიზ მამედრზაევმა 1994 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ხელოვნების ინსტიტუტის თეატრალური კოლექტივის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1994 წლიდან მუშაობდა აზერბაიჯანის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრთან არსებულ პანტომიმის თეატრ-სტუდიაში. თეატრ-სტუდიამ სახელმწიფო სტატუსი 2000 წელს მიიღო. ამ პერიოდში დიდი ნიჭის, სასცენო კულტურისა და იმპროვიზაციის უნარის მქონე მამედრზაევმა შეასრულა სხვადასხვა როლები.

1998 წელს ფარვიზ მამარზაევმა გაკვეთილები გაიარა მსოფლიოში ცნობილი ქართველი რეჟისორის რობერტ სტურუას მასტერკლასებზე. კოლექტივთან ერთად მონაწილეობდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართულ სხვადასხვა ფესტივალებსა და სემინარებში. მან სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულ ფესტივალებზე ღირსეულად წარადგინა აზერბაიჯანი. მამედრზაევმა დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა 2010 წლის მარტში, ხოლო იმავე წლის მაისში შექმნა თეატრ-სტუდია „სიმსარი“. თეატრ-სტუდია 2011 წლის 27 იანვარს აჩვენა პირველი სპექტაკლი სახელწოდებით „ვაგა“.

2013 - 2016 წლებში მუშაობდა აზერბაიჯანის აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის სტუდიაში რიტმისა და პლასტიკის მასწავლებლად და იმავდროულად ამ თეატრის მსახიობად. 2017 წლიდან მუშაობს აზერბაიჯანის სახელმწიფო მუსიკალურ თეატრში მსახიობად.

2006 წლის 16 მაისს მიენიჭა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 2018 წლის 1 აგვისტოს მიენიჭა სახალხო არტისტის წოდება.[2]

  1. Məmmədrzayev, P. “Artıq mənim missiyam fərqlidir”: Pərviz Məmmədrzayev: Sadəcə, öz işimlə məşğul olmaq istəyirəm, heç kimə problem yaratmıramsa, heç kim də mənə problem yaratmasın”: [Əməkdar artistlə müsahibə] /müsahibəni apardı Xədicə Qiyas //Ekspress.- 2015.- 21-23 fevral.- S.19.
  2. President.Az. (01.08.2018) Azərbaycanın kino xadimlərinə fəxri adların verilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı az. President.az. ციტირების თარიღი: 2018-08-01.