ფარდობითობის სპეციალური თეორია
ფარდობითობის სპეციალური თეორია — 1905 წელს ალბერტ აინშტაინის მიერ (თეორიის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი და დამოუკიდებელი წვლილი შეტანილი იქნა ჰენდრიკ ლორენცის, ანრი პუანკარესა და სხვათა მიერ) შემოთავაზებული ფიზიკური თეორია, რომელიც აღწერს მექანიკის კანონებს მაღალ სიჩქარეებზე.[1] ეს თეორია არის გალილეის ფარდობითობის პრინციპის განზოგადება, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველა თანაბარი მოძრაობა არის ფარდობითი, და არ არსებობს აბსოლუტური, გამორჩეული უძრაობის სისტემა. ფარდობითობის სპეციალური თეორია ამ პრინციპს ამატებს კიდევ ერთ პრინციპს, რომლის მიხედვითაც სინათლის სიჩქარე ერთიდაიგივეა ათვლის ყველა ინერციული სისტემაში, მიუხედავად სინათლის წყაროს მოძრაობისა.[2]
თეორიას აქვს მრავალი ექსპერიმენტულად შემოწმებული, ორიგინალური წინასწარმეტყველება,[3] როგორიცაა სიგრძის შემცირება, დროის გაწელვა, ერთდროულობის ფარდობითობა, განსხვავებით კლასიკური მექანიკისგან, რომლის მიხედვითაც დრო ნებისმიერ ორ მოვლენას შორის ერთიდაიგივეა ნებისმიერი ორი დამკვირვებლისთვის. ფიზიკის სხვა კანონებთან ერთად ეს ორი პოსტულატი წინასწარმეტყველებს მასისა და ენერგიის ექვივალენტობას, რომელიც გამოისახება ფორმულით E = mc2, სადაც c არის სინათლის სიჩქარე ვაკუუმში.[4][5] ფარდობითობის ზოგადი თეორია დადის კლასიკურ (ნიუტონის) მექანიკაზე როდესაც სხეულების სიჩქარე მცირეა სინათლის სიჩქარესთან შედარებით. ფარდობითობის სპეციალური თეორია ამტკიცებს, რომ c არ არის მხოლოდ ელექტრომაგნიტური ტალღის გავრცელების სიჩქარე ვაკუუმში, არამედ არის ფუნდამენტური ფიზიკური მუდმივა. თეორიის ერთ-ერთი წინასწარმეტყველება იმაში მდგომარეობს, რომ არცერთ სხეულს, რომელსაც არანულოვანი მასა აქვს, არ შეუძლია მოძრაობა სინათლის სიჩქარით.
თეორიას ჰქვია სპეციალური, რადგან იგი უყენებს ფარდობითობის პრინციპს მხოლოდ ათვლის ინერციულ სისტემებს.[6] შემდგომში აინშტაინმა განავითარა ფარდობითობის ზოგადი თეორია, რომელიც თავისუფალია ამ შეზღუდვისგან. გარდა ამისა, ეს თეორია აღწერს აგრეთვე გრავიტაციის ეფექტებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 227.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Albert Einstein (1905) "Zur Elektrodynamik bewegter Körper დაარქივებული 2005-02-20 საიტზე Wayback Machine. ", Annalen der Physik 17: 891; English translation On the Electrodynamics of Moving Bodies by George Barker Jeffery and Wilfrid Perrett (1923); Another English translation On the Electrodynamics of Moving Bodies by Megh Nad Saha (1920).
- ↑ Edwin F. Taylor and John Archibald Wheeler (1992). Spacetime Physics: Introduction to Special Relativity. W. H. Freeman. ISBN 0-7167-2327-1.
- ↑ Tom Roberts and Siegmar Schleif. (October 2007)What is the experimental basis of Special Relativity?. Usenet Physics FAQ. ციტირების თარიღი: 2008-09-17.
- ↑ Albert Einstein (2001). Relativity: The Special and the General Theory, Reprint of 1920 translation by Robert W. Lawson, Routledge, გვ. 48. ISBN 0415253845.
- ↑ Richard Phillips Feynman (1998). Six Not-so-easy Pieces: Einstein's relativity, symmetry, and space-time, Reprint of 1995, Basic Books, გვ. 68. ISBN 0201328429. [მკვდარი ბმული]
- ↑ Albert Einstein, Relativity - The Special and General Theory, chapter 18