შინაარსზე გადასვლა

უმაღლესი წარმომადგენელი ბოსნია და ჰერცეგოვინაში

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალენტინ ინცკო, უმაღლესი წარმომადგენელი 2009 წლიდან

უმაღლესი წარმომადგენელი ბოსნია და ჰერცეგოვინაში არის საერთაშორისო საზოგადოების მიერ მივლინებული დიპლომატი, რომელსაც თავის შტაბთან ერთად ევალება დეიტონის შეთანხმების აღსრულების ზედამხედველობა ბოსნია და ჰერცეგოვინაში. ეს თანამდებობა ბოსნიის ომის დასრულებისთანავე შეიქმნა 1995 წელს.
ყველა უმაღლესი წარმომადგენელი ევროპის კავშირის წევრი 1995 წლიდან დღემდე ქვეყნების წარმომადგენელი დიპლომატებია, ხოლო მათი მოადგილე აშშ წარმომადგენელი დიპლომატია. მოადგილეები ასევე ასრულებენ საერთაშორისო ზედამხედველის ფუნქციას ბრჩკოს ოლქში.

1997 წელს ბონის შეხვედრაზე გადაწყდა წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფართოება, რათა მას უფრო ეფექტურად შეძლებოდა დეიტონის შეთანხმების ზოგიერთი მუხლის განხორციელება. წარმომადგენელს უფლება მიეცა, მიეღო გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც ადგილობრივი ფრაქციები აყოვნებდნენ ან აფერხებდნენ მის მიღებას და გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან საჯარო მოხელე, ვინც აშკარად არღვევდა კანონს ან დეიტონის შეთანხმებას.[1]
ეს უფლებამოსილება შემდეგი დეკადის განმავლობაში აქტიურად გამოიყენებოდა წარმომადგენლის მიერ. მაგალითად 2003 წლის აპრილში მან მიიღო თავდაცვის რეფორმის გადაწყვეტილება, თუმცა სერბთა რესპუბლიკის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ მას. 2004 წლამდე წარმომადგენლის მიერ გათავისუფლებული იქნა 139 საჯარო მოხელე, მათ შორის მოსამართლეები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და დაბალი დონის მოხელეები, ზოგჯერ კი მათი საბანკო ანგარიშებიც დაყადაღდა. 2002 წლის არჩევნების დროს წარმომადგენლის შტაბმა დაწვრილებით გადაამოწმა ყველა მინისტრობის კანდიდატი როგორც სახელმწიფო, ასევე სუბიექტების დონეზე.[1]
წარმომადგენლის ასეთი უფლებამოსილების მოწინააღმდეგეების მტკიცებით, ანგარიშვალდებულების ნაკლებობისა და მისი გადაწყვეტილების უაპელაციობის გამო ასეთი უფლებამოსილება შესაკვეცია.[1][2] წარმომადგენლის უმაღლესი ხელისუფლება ასევე სახელდება სახელმწიფოს მიმართ მოქალაქეების გულგრილი დამოკიდებულებისა (მაგალითად არჩევნებზე გამოცხადების დაბალი დონე) და პოლიტიკოსების გაუბედავი მოქმედებისა (რომლებიც წარმომადგენლის გადაწყვეტილების შემთხვევაში შესაძლებელია სამუდამოდ დაემშვიდობონ საჯარო კარიერას).[1]

# წარმომადგენელი დაბადების თარიღი ვადა ქვეყანა
1 კარლ ბილდტი 1949 14 დეკემბერი 1995 17 ივნისი 1997 შვედეთის დროშა შვედეთი
2 კარლოს ვესტენდორფი 1937 18 ივნისი 1997 17 აგვისტო 1999 ესპანეთის დროშა ესპანეთი
3 ვოლფგანგ პეტრიჩი 1947 18 აგვისტო 1999 26 მაისი 2002 ავსტრიის დროშა ავსტრია
4 პედი ეშდაუნი 1941 27 მაისი 2002 31 იანვარი 2006 დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
5 ქრისტიან შვარც-შილინგი 1930 1 თებერვალი 2006 30 ივნისი 2007 გერმანიის დროშა გერმანია
6 მიროსლავ ლაიჩაკი 1963 1 ივლისი 2007 28 თებერვალი 2009 სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
7 ვალენტინ ინცკო 1949 1 მარტი 2009 დღემდე ავსტრიის დროშა ავსტრია