უილიამ ალენი
უილიამ ალენი | |
---|---|
ინგლ. William Edward David Allen | |
დაბ. თარიღი | 6 იანვარი, 1901[1] [2] |
დაბ. ადგილი | ლონდონი |
გარდ. თარიღი | 18 სექტემბერი, 1973[1] [2] (72 წლის) |
გარდ. ადგილი | დუბლინი |
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | დიპლომატი, ისტორიკოსი და პოლიტიკოსი[3] |
ალმა-მატერი | იტონის კოლეჯი |
მეუღლე | Paula Gellibrand, Lady Phyllis Edith King და Nathalie Maxmovna Kossovskya |
მამა | William Edward Allen[2] |
დედა | Sarah Collett Phinn[2] |
შვილ(ებ)ი | Gillian Avril Phyllis Allen[2] |
უილიამ ედვარდ დავიდ ალენი (ინგლ. William Edward David Allen) (6 იანვარი, 1901 — 18 სექტემბერი, 1973) — ბრიტანელი მეცნიერი, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, ასევე ცნობილია როგორც სამხრეთ კავკასიის (განსაკუთრებით საქართველოს) ისტორიკოსი. აქტიურად იყო ჩართული ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკაში და გამოირჩეოდა ფაშისტური ტენდენციებით.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ლონდონში, ოლსტერელ-შოტლანდიელი მამის ოჯახში, გაიზარდა ჰერტფორდშირში, განათლება მიიღო ეტონის კოლეჯში (1914-1918), სადაც ის ეუფლებოდა რუსულს და თურქულ ენას. პირველი წიგნი „The Turks in Europe“ 18 წლის ასაკში გამოსცა.[4] ის იყო კორესპონდენტი „Morning Post“-ისთვის საბერძნეთ-თურქეთის (1919-1922) და რიფის ომის (1925) დროს.
მეორე მსოფლიო ომის პერიდამდე, ის ბევრს მოგზაურობდა და აწარმოებდა კვლევებს კავკასიელი და ანატოლიელი ხალხის შესახებ. 1930 წელს, სერ ოლივერ უორდროპთან ერთად დააარსა „Georgian Historical Society“ (საქართველოს საისტორიო საზოგადოება); საზოგადოება გამოსცემდა საკთარ ჟურნალს სახელწოდებით „Georgica“, რომელიც ქართველოლოგიის კვლევებს ეძღვნებოდა.
1935 წლამდე დედა ფინანსურად უზრუნველყოფდა ყველა მის წამოწყებას და უთმობდა ქომონვუდის სახლს, სადაც მას და მის ძმებს შეეძლოთ სტუმრების მიღება; ალენის შემთხვევაში, ის წერდა შემდეგს, რომ „ეს იყო უცნაური ინტელექტუალები, კავკასიელი ფილოლოგები და გადასახლებაში მყოფი ეროვნული ლიდერები შუა აზიის შორეული ნაწილებიდან“.[4]
1940 და 1941 წლებში, ის გაყვა ორდ ვინგეიტს აბისინიაში და დაწერა წიგნი საკუთარ თავგადასავალზე სახლეად: „Guerrilla War in Abyssinia“.[5] 1941 წლის 6 მარტს იტალიურმა დივიზიამ გაიმარჯვა; რეალრუად მათ რაც იცოდნენ იყო ის, რომ მათ ეწინააღმდეგებოდათ გაცილებით მცირერიცხოვანი ძალა. ვინგეიტმა სცადა მათი მოტყუება: რაზეც ალენმა აღნიშნა: „შესაძლოა ღმერთი ბრძოლობს დიდგულების და არა დიდი ბატალიონების მხარეს“. ზურგში უეცარი თავდასხმის ტაკტიკამ დებრა მარკოსში მწყობრიდან გამოიყვანა გარნიზონი, რომელმაც თავს გაქცევით უშველა.[6] ის ასევე შეხვდა და იწერდა სხვა სპეციალური დანაყოფების ხელმძღვანელების, ტონი სიმონდსის და ბილი მაკლიანის მოქმედებები, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავისი არაფორმალურობით და ექსცენტრულობით, ისევე როგორც მათი ჯარისკაცული მანერებით.[7]
პავლე მურატოვთან ერთად, Penguin Books-ისთვის, მან გამოსცა რუსეთის კამპანიების შესახებ ორტომეული. ჯონ ერიქსონი აღნიშნავდა, რომ ისინი (განსაკუთრებით კი მეორე ტომი) წარმოადგენს თანამედროვე წყაროების გამოყენების ოსტატურ მაგალითებს და დღესაც ინარჩუნებს განსაკუთრებულ ღირებულებას, მათ შორის რელიეფის ფაქტორების გარკვევისთვის.[8]
ალენი იყო ოფიცერი მისი უდიდებულესობის დიპლომატიური სამსახურში 1943 წლიდან — კერძოდ ინფორმაციული მრჩეველი ანკარაში 1947–1949 წლებში, სანამ იგი თანამდებობიდან გადადგებოდა და 1949 წელს მშობლიურ ოლსტერში დაბრუნდებოდა. აქ იგი ცხოვრობდა კილილეიში (დაუნის საგრაფო), სადაც ის დროს საოჯახო ბიზნესის წარმართვაში (Allen's, a major bill-posting company) და ორი მთავარი წიგნის წერაში ანაწილებდა, რომელიც მან 1950-იან წლებში დაასრულა: „Caucasian Battlefields“ (1953, პავლე მურატოვთან) და „David Allens“ (1957, ბიზნესის და ალენების ოჯახის კოლექტიური ბიოგრაფიის შესახებ). მისი ბოლო წიგნი — „Russian Embassies to the Georgian Kings (1589-1605)“, რომელიც დაწერილია მთარგმნელის ენტონი მანგოს დახმარებით, ორტომად გამოიცა ჰაკლუიტის საზოგადოების მიერ 1970 წელს. ბოლო წლები მან ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, უოტერფორდის ოლქში, კაპასთან მახლობლად, უაიტჩარჩის სახლში გაატარა.
1973 წელს მისი დუბლინში გარდაცვალების შემდეგ, ალენის ვრცელი ბიბლიოთეკა საქართველოსა და კავკასიის შესახებ 30 ფუნტ სტერლინგად შეფასდა (2014 წლისთვის მისი ფასი 280 000-დან 530 000 ფუნტ სტერლინგამდე ღირდა).[4][9] ეს ბიბლიოთეკა ახლა ინდიანას უნივერსიტეტის ლილის ბიბლიოთეკის ნაწილია, რომელიც მას შემდეგნაირად აღწერს: „მდიდარია სამოგზაურო თხრობით, ქრონიკებით და ლინგვისტური შრომებით, და (მოიცავს) უამრავ წიგნს და რამდნეიმე მანუსკრიპტს ქართულ ენაზე“.[10]
პოლიტიკური კარიერა და ფაშიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1922 წლის საყოველთა არჩევნებში ალენი წარუმატებელად იყრიდა კენჭს ფერმანასა და ტაირონის ოლქში,[11] მაგრამ არჩეული იქნა შემდეგ მცდელობაზე — 1929 წლის საყოველთა არჩევნებზე, როგორც პარლამენტის უნიონისტების წევრად ბელფასტ უესტისგან.[12] 1931 წელს, იგი გაემიჯნა უნიონისტებს, რათა შეერთებოდა სერ ოსვალდ მოსლის ახალ პარტიას, თუმცა მონაწილეობა არ მიუღია 1931 წლის საყოველთაო არჩევნებში.[12] ის იყო მოსლის ახლო მეგობარი და მას კულისებიდან ეხმარებოდა მისი ფაშისტური ამბიციების განხორციელებაში, რისთვისაც ფინანსურად უჭერდა მხარს და საკუთარი წვლილი შეჰქონდა ანონიმურად სტატიების წერით „The Blackshirt“-ში, მათ შორის აღსანიშნავია "The Letters of Lucifer". ალენს ეკუთვნის ასევე „BUF“, „Oswald Mosley“ და „British Fascism (1934)“ „James Drennan“-ის ფსევდონიმით. მტკიცება რომ ის იყო MI5 ინფორმატორი აღმოჩნდა სიცრუე,[13] ამასთან, ეროვნულ არქივში არსებული დოკუმენტები ადასტურებენ, რომ იგი გამოიკითხა MI5-მა და გადასცა ინფორმაცია ფაშისტური იტალიის მიერ BUF-ის დაფინანსების შესახებ.[14]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგი დაქორწინდა:
- 1922-დან 1932 წლამდე — ლედი ფილისი ედიტ კინგზი (1897–1947) — ლოველასის მე-3 გრაფის, ლაიონელ ფორტესკუ კინგის (1865–1929) ქალიშვილი;[15]
- 1932–1939 წლებში — პაულა გელიბრანდი (1898–1986) — ერთ დროს სესილი ბიტონის ერთ-ერთი გამორჩეულ მოდელი, მარკიზ დე კასა მოურის და ადრე ივან ვილკი ბრუკსის ყოფილ ცოლი;
- 1943 წლიდან — ნატალი მაქსიმოვნა (დაახლ .1900-1966).
მთავარი ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Turks in Europe (1919)
- Beled-es-Siba — Sketches and Essays of Travel and History, გენერალ-მაიორის ლორდ ედვარდ გლეიხენის წინასიტყვაობით (1925)
- "New Political Boundaries in the Caucasus", The Geographical Journal-ში, Vol. LXIX (1927)
- "The March-Lands of Georgia", The Geographical Journal-ში, Vol. LXXIV (1929)
- A History of the Georgian People from the Beginning Down to the Russian Conquest in the Nineteenth Century (1932)
- "Note on the Caucasian Snow-Partridge", Georgica, A Journal of Georgian and Caucasian studies=ში, Nos 4 & 5
- Strange Coast (1936) (რომანტიკული და სათავგადასავლო რომანი, მოვლენებები, რომელიც ვითარდება „მესხეთის რესპუბლიკაში“ 1920 წლიანების ფიქტიური საქარველო - რომელიც ალენმა საკუთარ მეუღლე პაულა გალიბრანდისთან ერთად დაწერა, გამოიცა „Liam Pawle“-ს ფსევდონიმით)
- "The Caucasian Borderland", The Geographical Journal-ში, Vol. IC (1942)
- Guerilla War in Abyssinia (1943)
- The Russian Campaigns of 1941–1943 (Penguin, 1944; პავლე მურატოვთან ერთად)
- The Russian Campaigns 1944–45 (Penguin, 1946; პავლე მურატოვთან ერთად)
- Caucasian Battlefields: A History of the Wars on the Turko-Caucasian Border 1828–1921 (პავლე მურატოვთან ერთად, 1953)
- "Two Georgian maps of the first half of the eighteenth century", Imago Mundi—A review of early cartography-ში, Vol. X (1953)
- David Allens: The History of a Family Firm, 1857–1957 (1957) (Attributed to W.E.D. Allen but ghosted in part by his friend Kim Philby, the Communist spy.)
- Problems of Turkish Power in the Sixteenth Century (1963)
- Russian Embassies to the Georgian Kings: 1589–1605 (1970)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Lundy D. R. The Peerage
- ↑ Hansard 1803–2005
- ↑ 4.0 4.1 4.2 "Allen, William Edward David", Oxford Dictionary of National Biography
- ↑ W.E.D. Allen (9 April 1944). „Wingate of the Gideonites“. The Palestine Post. ციტირების თარიღი: 10 January 2012.
- ↑ Allen, Guerilla War, p.31; Foot, p.222
- ↑ M. R. D. Foot, SOE, pp.9, 297
- ↑ Erickson, John (1999). The Road to Berlin: Stalin’s War with Germany: Volume Two, 2, New Haven: Yale University Press, გვ. 789, 836. ISBN 0-300-07813-7.
- ↑ "Measuring Worth" website
- ↑ The Lilly Library: Guide to the Collections. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-17. ციტირების თარიღი: 2021-05-19.
- ↑ Craig, F. W. S. (1983). British parliamentary election results 1918–1949, 3rd, Chichester: Parliamentary Research Services, გვ. 660. ISBN 0-900178-06-X.
- ↑ 12.0 12.1 Craig, F. W. S. (1983). British parliamentary election results 1918–1949, 3rd, Chichester: Parliamentary Research Services, გვ. 654. ISBN 0-900178-06-X.
- ↑ Statesecrets.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-26. ციტირების თარიღი: 2021-05-19.
- ↑ The National Archive (1942), KV 3/35 14. British Union evidence of support from Italy (1)
- ↑ National Portrait Gallery