ტოფუა
მშობ. სახელი: ინგლ. Tofua | |
---|---|
გეოგრაფია | |
19°45′00″ ს. გ. 175°04′30″ დ. გ. / 19.75000° ს. გ. 175.07500° დ. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 55,63 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 507 მ |
ოლქი | ჰააპაის ოლქი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2011) |
ტოფუა (ინგლ. Tofua) — ვულკანური კუნძული ტონგის სამეფოს ჰააპაის კუნძულების აღმოსავლეთ ნაწილში, წყნარ ოკეანეში. მდებარეობს დაახლოებით 26 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით კუნძულ კოტუდან და 155 კმ-ში ჩრდილოეთით კუნძულ ტონგატაპუდან. ადმინისტრაციულად კუნძული შედის ჰააპაის ოლქში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული წარმოადგენს მოქმედ ვულკანს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან აღწევს 507 მეტრს. ფართობი — 55,63 კმ². ტოფუას დიამეტრი შეადგენს დაახლოებით 8 კმ-ს. კრატერის ცენტრში მდებარეობს ტბა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული 1774 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა, მაგრამ იგი იქ არ გადასულა. 1789 წელს კუნძულზე გადავიდა პირველი ევროპელი — უილიამ ბლაი.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1996 წელს კუნძულზე ცხოვრობდა სულ 5 ადამიანი. 2011 წლისთვის კუნძული დაუსახლებელია.
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წელს შვეიცარელმა ქსავიერ როსეტიმ კუნძულზე იცხოვრა 300 დღე. კუნძულზე თავისი ცხოვრება მან გადაიღო ვიდეოზე, რის შემდეგაც შეიქმნა ფილმი.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Zwitser overleeft tien maanden op onbewoond eiland" Elsevier, 16 juli 2009