შინაარსზე გადასვლა

ტიაგო ალკანტარა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიაგო ალკანტარა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ტიაგო ალკანტარა დო ნასიმენტო
დაბადების
თარიღი
11 აპრილი, 1991 (1991-04-11) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
ბარი, იტალია
სიმაღლე 174 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1995–1996 ფლამენგო
1996–2000 ურეკა
2000–2001 კელმე
2001–2005 ფლამენგო
2005–2008 ბარსელონა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2008–2011 ბარსელონა B 59 (3)
2009–2013 ბარსელონა 68 (7)
2013–2020 ბაიერნი 150 (17)
2020– ლივერპული 68 (2)
სულ 341 (28)
ეროვნული ნაკრები
2007 ესპანეთი 16 1 (0)
2007–2008 ესპანეთი 17 8 (5)
2009 ესპანეთი 18 1 (1)
2009–2010 ესპანეთი 19 11 (4)
2010–2013 ესპანეთი 21 21 (6)
2011–2021 ესპანეთი 46 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ტიაგო ალკანტარა დო ნასიმენტო (პორტ. Thiago Alcântara do Nascimiento; ესპ. Thiago Alcántara do Nascimento (del Nascimento); დ. 11 აპრილი, 1991), საყოველთაოდ ცნობილი, როგორც ტიაგოესპანელი ფეხბურთელი, თამაშობდა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. 2016 და 2020 წლების ევროპის ჩემპიონატისა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

ტიაგო დაიბადა სან პიეტრო ვერნოტიკოში, იტალიაში, გაიზარდა ესპანეთში. მისი მამა არის ბრაზილიელი მსოფლიო თასის მფლობელი მაზინიო.[1] ფეხბურთის თამაში დაიწყო „ფლამენგოში“ ხუთი წლის ასაკში. შემდეგ მამამისი გადავიდა ესპანეთში და ტიაგომ თამაში განაგრძო გალისიურ კლუბ „ურეკაში“ ნიგრანში. 2001 წელს ის თამაშობდა „კელმეში“, როცა მამამისი თამაშობდა „ელჩეში“.[2][3] 2005 წელს, 10 წლის ასაკში ის დაბრუნდა „ფლამენგოში“, შემდეგ კვლავ ესპანეთში დაბრუნდა და კონტრაქტი გააფორმა „ბარსელონასთან“, სადაც თამაშობდა ასევე მისი ბიძაშვილიც.[4]

2009 წლის 17 მაისს, 18 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი „ბარსელონას“ პირველ გუნდში, როცა შეცვალა ეიდურ გუდიონსენი 63-ე წუთზე, „მალიორკასთან“ მატჩში. 2010 წლის 20 თებერვალს იაია ტურეს ნაცვლად შემოვიდა 76-ე წუთზე და გაიტანა პირველი გოლი „რასინგთან“ 4-0 მოგებულ მატჩში, კამპ ნოუზე.[5][6] 2011 წლის 29 ივნისს ტიაგომ კლუბთან გააფორმა ახალი კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე, €30 მილიონის სატრანსფერო ღირებულებით.

ტიაგომ მონაწილეობა მიიღო 2008 წლის ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატში, დაეხმარა ესპანეთს გათამაშების მოგებაში. ასევე ნაკრებში იმყოფებოდა 2011 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზეც, სადაც 40 იარდიდან თავისუფალი დარტყმით გოლი გაიტანა შვეიცარიასთან 4-0 მოგებულ მატჩში.[7]

ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს 2011 წლის 10 აგვისტოს იტალიასთან მატჩში. დებიუტი შედგა იმავე წლის 6 სექტემბერს, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე ლიხტენშტეინთან 6-0 მოგებულ მატჩში.

საკლუბო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ევროპა სხვა [8] Total
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ბარსელონა B 2007–08 5 0 5 0
2008–09 25 0 25 0
2009–10 18 3 18 3
2010–11 11 0 11 0
ჯამში 59 3 59 3
ბარსელონა 2008–09 1 0 0 0 0 0 0 0 1 0
2009–10 1 1 1 0 0 0 0 0 2 1
2010–11 12 2 3 1 1 0 1 0 17 3
2011–12 27 2 8 2 7 0 3 0 45 4
ჯამში 41 5 12 3 8 0 4 0 65 8
ჯამში კარიერაში 100 8 12 3 8 0 4 0 124 11

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
ესპანეთი
ესპანეთის დროშა
2011 3 0
2012 0 0
2013 1 0
2014 1 0
2015 2 0
2016 11 0
2017 7 1
2018 9 1
2019 3 0
2020 2 0
2021 7 0
ჯამში 46 2
# თარიღი ადგილი მეტოქე შედეგი გოლი გათამაშება
1. 06.10.2017 ესტადიო ხოსე რიკო პერეზი, ალიკანტე, ესპანეთი ალბანეთის დროშა ალბანეთი 3–0 1 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
2. 27.03.2018 ვანდა მეტროპოლიტანო, ესპანეთი არგენტინის დროშა არგენტინა 6–1 1 ამხანაგური
ესპანეთის დროშა ბარსელონა
გერმანიის დროშა ბაიერნი მიუნხენი
  • ევროპის 17-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატი: 2008
  • ევროპის 21-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატი: 2011

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Youth:Thiago Alcántara .. fcbtransfers.blogspot.com (2010-02-19). ციტირების თარიღი: 2010-02-19.
  2. Kelme official website დაარქივებული 2012-06-28 საიტზე Wayback Machine. . Kelme website. Retrieved on 2012-04-017.
  3. Thiago Alcántara, la nueva perla azulgrana დაარქივებული 2012-09-15 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. suite101.net. Retrieved on 2012-04-017.
  4. O melhor da Barra na web :: დაარქივებული 2011-07-06 საიტზე Wayback Machine. . PortalBARRA. Retrieved on 2011-07-03.
  5. FC Barcelona vs Racing de Santander. Goal.com (2010-02-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-21. ციტირების თარიღი: 2010-02-19.
  6. Racing de Santander vs FC Barcelona. fcbarcelona.com (2010-02-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-13. ციტირების თარიღი: 2010-02-19.
  7. Spain win tournament with victory over Switzerland. Daily Telegraph (27 June 2011). ციტირების თარიღი: 27 June 2011.
  8. შეიცავს სხვა გათამაშებებს, მათ შორის ესპანეთის სუპერთასს, უეფა-ს სუპერთასს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს.
  9. Bayern win the champions league. espn.com. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2020.