შინაარსზე გადასვლა

ტეტრაფტორეთანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტეტრაფტორეთანი

1,1,1,2-ტეტრაფტორეთანი, ფრეონი, R-134a , 134a გენეტრონი , სუვა 134а ან HFC-134а , წარმოადგენს მაცივარ აგენტს, ჰალოგენალკანს რომლის თერმოდინამიკური თვისებები ახლოსაა ფრეონ R-12 (დიქლორდიფტორმეთანი), მაგრამ ოზონის დაშლის ნაკლები პოტენციალით. მისი ფორმულაა CH 2 FCF 3, და დუღილის ტემპერატურაა -26,3 °C (-15,34 °F) ატმოსფერული წნევის პირობებში.

1,1,1,2-ტეტრაფტორეთანი არის ინერტული აირი, მას გამოიყენებენ ძირითადად როგორც "მაღალტემპერატურული" მაცივარ აგენტს საყოფაცხოვრებო სამაცივრო დანადგარებში და მანქანის კონდიციონერებში. ამ დანადგარებში 1,1,1,2-ტეტრაფტორეთანის გამოყენება დაიწყეს 1990 წლის დასაწყისში, ეკოლოგიური თვალსაზრისით უფრო მავნე R-12-ის ჩანაცვლების დროს. გამოიყენება სხვა სფეროებში: პენოპლასტების წარმოებაში, როგორც გამხსნელი, საწვავი, სამკურნალო პრეპარატების მიწოდებისათვის (მაგალითად, ბრონქოლიტიკები) და ჰაერის გასაშრობად, ტენის გასაძევებლად შეკუმშულ ჰაერში. 1,1,1,2-ტეტრაფტორეთანი ასევე გამოიყენება კომპიუტერების გასაცივებლად.

თხევადი ტეტრაფტორეთანი შეკუმშვისას, რომელიც დუღს ოთახის ტემპერატურაზე.

ცოტა ხნის წინათ, 1,1,1,2-ტეტრაფტორეთანის გამოყენება და წარმოება შეიზღუდა, მისი წვლილის გამო კლიმატის შეცვლაში. ევროკავშირში აიკძალა 2011 წლიდან ყველა ახალ ავტომობილებში მისი გამოყენება. საავტომობილო მრეწველობის ინჟინერთა საზოგადოებამ (SAE) წამოაყენა წინადადება 1,1,1,2-ტეტრაფტორეთანი (HFC-134а), ავტომანქანების ჰაერის კონდიციონირების სისტემებში შეიცვალოს ახალი ფტორქიმიური მაცივარ აგენტით HFO-1234yf (CF3CF=CH2). კალიფორნიამ შეიძლება აკრძალოს ასევე 1,1,1,2-ტეტრაფტორეთანიანი ბალონების გაყიდვა ფიზიკურ პირებზე, რათა თავიდან აცილებულ იქნას კონდიციონერების არაპროფესიონალერი ჩატვირთვა.

1,1,1,2-ტეტრაფტორეთანი პირველად გაჩნდა 1990-ია წლების დასაწყისში დიქლორდიფტორმეთანის (R-12)ჩასანაცვლებლად, რომელსაც ახასიათებდა ოზონის ფენის დაშლის მაღალი პოტენციალი. კვლევებმა აჩვენეს რომ 1,1,1,2-ტეტრაფტორეთანის კონცენტრაცია დედამიწის ატმოსფეროში ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, 2001-2004 წლების კვლევებით კი მისის რაოდენობა გაორმაგდა. მას გააჩნია ოზონის ფენის დაშლის უმნიშვნელო პოტენციალი. გლობალური დათბობის პოტენციალი 100-წლის GWP = 1430.

1,1,1,2-ტეტრაფტორეთანის ცეცხლის ალთან ან 250 °C-ზე (482 °F) მეტად გახურებულ ზედაპირებთან კავშირისას, შეხებისას წარმოიქმნება დაშლის შედეგან მიღებული ტოქსიკური აირების ორთქლები, მათ შორის ფტორწყალბადი და კარბონილური ჰალოგენიდები.[10] 1,1,1,2-ტეტრაფტორეთანის LD 50 (სასიკვდილო კონცენტრაცია 50% საცდელი ობიექტისათვის) ვირთხებისათვის წარმოადგენს 1,500 გრ/მ³, რაც მას შედარებით არატოქსიკურს ხდის. მაგრამ, ის აიროვან მდგომარეობაში უფრო მკვრივია ვიდრე ჰაერი, და ფილტვებიდან აძევებს ჰაერს. ამან შეიძლება გამოიწვიოს დახრჩობა, თუ კი დიდი ხნით ვისუნთქავთ მას. ეს არის მთავარი მიზეზი რომელიც იწვევს სიკვდილიანობას ფრეონების გამოყენებისას. 1,1,1,2-ტეტრაფტორეთანის აეროზოლის ბალონების გადაბრუნებისას, აქვს გამყინავი ჭავლის (სპრეი) ეფექტი. წნევის ქვეშ 1,1,1,2-ტეტრაფტორეთანი იკუმშება სითხედ, რომელიც აორთქლებისას შთანთქავს სითბური ენერგიის მნიშვნელოვან რაოდენობას. შედეგად, მისი ტემპერატურა იქნება ყველა შესახები საგნის ტემპერატურაზე მნიშვნელოვნად დაბალი, აორთქლების დროს. ამან შეიძლება გამოიწვიოს გაყინვა კანით შეხებისას, ან დაბრმავება თვალებთან კონტაქტით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: